12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სამსახურში მოსალოდნელია სირთულეები. შესაძლოა, უფროსისგან კრიტიკული შენიშვნა მიიღოთ და იძულებული გახდეთ, რომ ადრე შესრულებული სამუშაო თავიდან გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ქონებრივ დავასთან დაკავშირებული საკამათო საკითხების მოგვარებისთვის. საღამო უმჯობესია სახლში გაატაროთ.
კურო
ამ დღეს პროფესიული საქმიანობა გარკვეულწილად, პრობლემებს შეგიქმნით. შესაძლოა, ცვლილებებს ელით, ან უბრალოდ დასვენება გსურთ. ეცადეთ თქვენი დრო და საქმიანობა უფრო მკაფიოდ დაგეგმოთ. ცხოვრება თავად გასცემს კითხვებზე პასუხს და მკაფიო საზღვრებს დაგიწესებთ, რომელშიც უნდა იცხოვროთ. ყველაფრის მიუხედავად, დანებებაზე არ უნდა იფიქროთ.
ტყუპები
ამ დღეს უმნიშვნელო საკითხებზე დრო და ენერგია არ უნდა დაკარგოთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ. გირჩევთ საკუთარი საქმის პერსპექტივებზე იფიქროთ და კონსულტაცია მათთან გაიაროთ, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. კარგი იქნება თუ საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით მცირე ექსპერიმენტს ჩაატარებთ და იერს შეიცვლით.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დროა პროფესიული საქმიანობისთვის. იმის გარდა, რომ უამრავ საქმეს გაუმკლავდებით, სავარაუდოდ, საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ და სასარგებლო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, თორემ ფინანსურ პრობლემებს ვერ აიცილებთ.
ლომი
ამ დღეს საინტერესო იდეები გექნებათ. ნუ მოგერიდებათ დახმარება იმ ადამიანებს თხოვოთ, ვისაც ამ იდეების განხორციელებაში დახმარება შეუძლია. ეცადეთ სერიოზულად გაანალიზოთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები. შესანიშნავი დროა იმ ადამიანთან შესახვედრად, ვის მიმართაც თბილი გრძნობები გამოძრავებთ.
ქალწული
ამ დღეს დიდ ცვლილებებს და სიახლეებს არ უნდა ელოდოთ. საკუთარი თავისგან გმირობას ნუ მოითხოვთ და ნუ ეცდებით ყველა დაგროვილი საქმე დაუყოვნებლივ მოაგვაროთ. ხელსაყრელი დროა მაღაზიებში სიარულისა და სასურველი ნივთების შეძენისა და მეგობრებთან სასიამოვნო შეხვედრებისთვის. მოსალოდნელია საინტერესო რომანტიკული ნაცნობობა.
სასწორი
რთული და სტრესული დღეა, ამიტომ სერიოზული არაფერი დაგეგმოთ. თუ არ გსურთ, რომ საკუთარ თავს ცხოვრება გაურთულოთ, ნურავის ნურაფერს დაპირდებით, განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. შეგიძლიათ იმედი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
მორიელი
აქტიური საქმიანობისთვის ხელსაყრელი დროა, ამიტომ გირჩევთ უკეთეს დრომდე გადადებულ, ძველ საქმეებს მიხედოთ. მოსალოდნელია ახალი, პერსპექტიული ნაცნობობა ან ძველი სასიყვარულო ურთიერთობების განახლება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან და თირკმელებთანდაკავშირებული პრობლემები.
მშვილდოსანი
არასასურველია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება. გაითვალისწინეთ, რომ ემოციების გავლენით მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ამ დღის მთავარი ამოცანაა, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ.
თხის რქა
ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში ყოფნა მოინდომოთ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოინდომოთ. შესაფერისი დროა იმიჯის ოდნავ შეცვლისა და გარდერობის განახლებისთვის. მოსალოდნელია ნათესავებთან კონფლიქტი, ამიტომ ეცადეთ წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და არაფერზე გაღიზიანდეთ.
მერწყული
ამ დღეს თავს სიზარმაცის უფლება არ უნდა მისცეთ. კარგი დროა სახლის გარემონტების ან უბრალოდ, საფუძვლიანი დასუფთავებისთვის. შესაძლოა, ნათესავებმა დახმარება შემოგთავაზონ, მაგრამ ახლა უმჯობესია მხოლოდ საკუთარ თავს ენდოთ. ახალი ნაცნობობა მყარ მეგობრობაში გადაიზრდება, მაგრამ ნათქვამია, რომ ერთი ძველი მეგობარი ორ ახალს სჯობს.
თევზები
შეეცადეთ ამ დღეს არ გადაიღალოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელთან გამკლავება თქვენს ძალებს აღემატება. კარგი დროა ძველ მეგობრებთან შესახვედრად - მათგან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. არახელსაყრელი დროა ვალის აღების ან ფულის გასესხებისთვის. განსაკუთრებით, ბანკიდან სესხის აღებას უნდა ერიდოთ.