თეგებით ძიება

ივანიშვილი ქვეყანას არასოდეს მართავდა - ჩერგოლეიშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

ჟურნალ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმიანება.

"ივანიშვილი ქვეყანას არასოდეს მართავდა.

ამ ქვეყანას არავინ მართავს უკვე 8 წელია და ქაოსიც მაგის ბრალია.

ივანიშვილს ქვეყანაზე ჰქონდა და აქვს უპრეცედენტო კონტროლი და ექნება მანამ, სანამ მისი მარიონეტების გუნდი "მართავს" ქვეყანას.

არ არსებობს ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის გარეშე - ფიზიკურად წარმოუდგენელია მათი არსებობა ივანიშვილის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც undead-ების არმია ვერ იცხოვრებს night king-ის გარეშე.

გახარიას ძალაუფლება არ არსებობს - არ არსებობს ეგეთი რამე ბუნებაში.

ივანიშვილს რა მოტივაცია აქვს უმნიშვნელოა - მე არ გამოვრიცხავ, რომ 65 წლის გახდა ეს საბჭოთა კაცი და თვლის რომ სავალდებულო პენსია ეკუთვნის.

ფაქტი ისაა, რომ ვისაც ტოვებს, ის ხალხი ივანიშვილის გარეშე არ არსებობს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა