13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
მშვენიერი დროა იმისთვის, რომ მოსალოდნელი ვითარება წინასწარ გამოთვალოთ და აქტიური მოქმედება დაიწყოთ. ეცადეთ დიპლომატიურობა გამოიჩინოთ და საოჯახო საქმეებს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. სპორტი, სუფთა ჰაერზე სეირნობა ან მაღაზიაში, საყიდლებზე სიარულიგანწყობას გაგიუმჯობესებთ.
კურო
გირჩევთ დრო გამონახოთ საქმეებისთვის, რომლებსააც დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ ყოველთვის შესაფერის მომენტს ელით. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ამ დღეს საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად უნდა ენდოთ. ამ დღეს ყველანაირ ურთიერთობას უნდა ერიდოთ, თუნდაც ინტერნეტით და საღამო სიმშვიდესა და მარტოობაში გაატაროთ.
ტყუპები
საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გამორიცხული არაა, რომ დიდი ხნის ოცნება აგისრულდეთ. მეგობრებთან ურთიერთობას ნუ გაურბიხართ, სწორედ მათი დახმარებით თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოხდება. სამსახურსა და სახლში არსებული ძველი პრობლემების გადაჭრაში არასტანდარტული გადაწყვეტილება დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
რამდენიმე დღე შეუსვენებლად იმუშავეთ, ამიტომ დღეს თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება. გაითვალისწინეთ, რომ მენეჯმენტმა და კოლეგებმა თქვენი პროფესიული დონის შემოწმება გადაწყვიტეს. გირჩევთ ამისათვის სერიოზულად მოემზადოთ. გაითვალისწინეთ, რომ შრომისმოყვარეობის გარდა, წარმატების მისაღწევად ადამიანებთან ურთიერთობის უნარიც დაგჭირდებათ.
ლომი
ამ დღეს მკაცრი დისციპლინისა და ყურადღების გამოვლენა დაგჭირდებათ. მიზნისკენ ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად მიდიხართ. ჯერჯერობით თავი შეიკავეთ ახალი შეთანხმების მიღებისგან. პერსპექტივა შეიძლება მაცდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველა მოსალოდნელი შედეგი უნდა გაითვალისწინოთ.
ქალწული
სასურველი შედეგების მისაღწევად დიდი ძალისხმევის გამოვლენა მოგიწევთ. თუ თქვენს გარშემო მოკავშირეზე მეტი მოწინააღმდეგეა, ეცადეთ სამშვიდობო შეთანხმებას ცოტა ხნით მაინც მიაღწიოთ. ახლა აურზაური არაფერში გჭირდებათ. ეცადეთ ნაჩქარევ ან ემოციურ მოქმედებას თავი აარიდოთ.
სასწორი
გირჩევთ მოვლენები არ დააჩქაროთ და რაც მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. გირჩევთ ნებისმიერი საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა გამოიავლინოთ და სრულ გამარჯვებას თუ არა, ღირსეულ შედეგს მაინც მიიღებთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან საუბრისას ემოციები აკონტროლოთ. ეცადეთ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ და არავითარ შემთხვევაში ნიძლავი არ დადოთ.
მორიელი
ნუ დაკარგავთ დროს ვინმესთან კამათში დარაიმეს დამტკიცების მცდელობაში. ეცადეთ სიტყვით კი არა, საქმით დაამტკიცოთ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რადგან ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება შეცდომები დაგაშვებინოთ. მშვიდად შეისწავლეთ სიტუაცია და მოთმინებით დაამყარეთ ურთიერთობა ადამიანებთან. გამორიცხული არ არის, რომ მალე მათი დახმარება დაგჭირდეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს წარმატების მისაღწევად, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე უნდა იმოქმედოთ. ეს ზედმეტ ნერვიულობას და იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ. დღის მეორე ნახევარში უფროს ნათესავებთან მოსალოდნელია კონფლიქტი. მარტოხელა მშვილდოსანებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლის ურთიერთობაში გადაიზარდოს. ეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. წარმატების მისაღწევად, ეცადეთ თანამოაზრეებთან ნაყოფიერი და ეფექტური თანამშრომლობის ორგანიზება მოახდინოთ. უახლოეს ხანებშიგამორიცხული არ არის ფინანსური პრობლემები, ამიტომ გირჩევთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ და ხარჯები აკონტროლოთ.
მერწყული
ახალ სამსახურთან დაკავშირებით საინტერესო წინადადება გელით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია ცნობილი, ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოთ. ამ დროისთვის თქვენს იდეებს გარშემო მყოფთა მხარდაჭერა არ აქვს, რაც თქვენს უკმაყოფილებას და გაღიზიანებას იწვევს, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება და თქვენი ოპონენტები თქვენს მხარდამჭერებად იქცევიან.
თევზები
ეს დღე თქვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ახალი გეგმების განსახორციელებას ძველი, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულების გარეშე ვერ შეძლებთ. ისე იმოქმედეთ, როგორც საკუთარი გული და ინტუიცია გკარნახობთ და იღბალი არ გიღალატებთ.