თეგებით ძიება

ბედნიერების 5 ნაბიჯი! დღეს ყველაზე ჯადოსნური ღამეა, მოემზადეთ - ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა მოსახლეობას დამდეგ ძველით ახალ წელს ულოცავს და მათ სურვილებს ასრულების რიტუალს ასწავლის.

"ბედნიერების 5 ნაბიჯი!

მეგობრებო, დღეს ყველაზე ჯადოსნური ღამეა - ჩვენებურად, ძველი-ახალი წელი, კოსმიურად კი პორტალის გახსნის დრო!

აბა რა, ზუსტადაც ქართველებმა ვიცოდით, როდის უნდა ჩაგვეფიქრებინა სურვილები და "გვეკუნჩხიბედინერა"

სამწუხაროდ, წელს Ჩემი მრავალრიცხოვანი მეგობრები ვერ Ჩაატარებენ Ჩვეულ რიტუალს Ჩემს სახლში (იმედს ვიტოვებდი, რომ მოიხსნებოდა ლოქდაუნი ქრისტიანული ახალი წლის მიზეზით...проехали...я все-таки наивная душа)

უუხ, რამდენს ეგონა, რომ ამ წელს ეღირსებოდა ნანატრი პრინცი, თუნდაც ჩვენხელა (ყვავი отдыхает) და მოჩვარული ცხენით (მოჩათლახებული არ დავწერე), მაგრამ პრინცი! იმიტომ რომ მეფეზე ოცნება სულ სხვა ზღაპრიდანაა, ახლა ხეზე ასვლას ხომ არ გასწავლით, ჩემი გამჭირვებია

ხოდაა... სმენა იყოს და გაგონება!!!!

მე არ მოგცემთ უფლებას ცხვირები ჩამოუშვათ! მოემზადეთ და ჩაიწერეთ ინსტრუქცია:

1. გაშალეთ ტკბილი სუფრა, ნუ ახლა კაი ვახშამსაც თუ მიაყოლებთ კი არავინ გაგიწყრებათ ოქ ზევით

2. დალოცეთ (ამ ღამეს მაინც ნუ იწყევლებით) 2020! მადლობა გადაუხადეთ ყველაფერი სიკეთისთვის ( ნწუ! არანაირი პრეტენზია)

3. 10 წუთი რომ დააკლდება ღამის 12 საათს, აიღეთ პაწაწინა ფურცელი, ჩამოწერეთ 5 სურვილი ლაკონურად, სად ააქვს კოსმოსს ამდენი დრო, აბდაუბდა შიფროს? ხოდა, ნუ გაღორდებით, არზას ნუ ჩამოწერთ და კუჭებს ნუ დაიხეთქავთ, პაწაწინა თქვა!

4. დაწვით თქვენი სურვილები ლამბაქზე და ფერფლი შამპანურში ჩაყარეთ. არ დამიწყოთ ახლა მუცელი მეტკინება, ვაიმე-ვაიმე...
გინდათ სურვილები აგისრულდეთ? ყლურწეთ! ზოგიერთი მთელი ცხოვრება ისეთს "მიირთმევთ" ფერფლიანი შამპანური-ნეტარებაა.

5. და-დაამ! ზუსტად 00.00-ზე გადაჰკარით ფერფლ-შამპანურიანი კოქტეილი, მიესალმეთ 2021-ს და ზედ ხმამაღალი სიცილი მიაყოლეთ, ისეთი რომ ძრწოდეს მტერი!

სხვათაშორის წელს ახალი აღმოჩენა გვაქვს!თუ დროულად დარეკავთ, მოტანასაც მოგისწრებენ, "ორცხობილა წინასწარმეტყველებით"
(599505295)აი ის, ჰოლივუდის ფილმებში ჩინურ რესტორნებში რომ აქვთ და მერე მთელი ფილმი იმ ორცხობილიდან ამოღებული წინასწარმეტყველების გარშემო რომ ეწყობა!

მოკლედ ასე და ამგვარად, დაიწყეთ მზადება და მერე დადეთ თქვენი ფოტოები, სოც.ქსელსაც უნდა პოზიტივი-ისიც "ადამიანია", თუნდაც ხელოვნური ინტელექტით!

გილოცავთ დამდეგ ნამდვილ ახალ წელს!", - წერს ლალი მოროშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა