2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, მაგიური დღე და სურვილების ასრულების დროა - რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს? - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ ახალმთვარეობას გასაკეთებელ რიტუალებს, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა და პირადი ურთიერთობები.
გილოცავთ ჩემო ძვირფასო მკითხველებო ძველით ახალ წელს!
აღსანიშნავია, რომ ძველით ახალ წელს დაემთხვა ახალმთვარეობა, ეს ნიშნავს, იმას, რომ 2021 წლის პირველი ახალი მთვარეა, აქედან გამომდინარე დღესასწაულებრივი და მაგიური დღეა 13 იანვარი და ახლა სურვილების ასრულების დროა!
გთავაზობთ რიტუალებს, რომელიც დღესვე შეგიძლიათ შეასრულო, რათა თქვენი ცხოვრებისეული სფეროები გააუმჯობესოთ. მზარდი მთვარის ფაზა და მისი ენერგია კი დაგეხმარებათ სანუკვარი სურვილების ასრულებაში!
პირველ რიგში, დაფიქრდით, ამ მომენტში, რომელი კონკრეტული ცხოვრებისეული სფეროა თქვენთვის აქტუალური, იმისათვის, რომ თქვენი ყურადღება და ენერგია მისკენ მიმართოთ, რათა თუ რამე არ გაკმაყოფილებთ შეცვალოთ არსებული სიტუაცია სასურველი მდგომარეობით...
გთავაზობთ, წყლის სტიქიით და მთვარის ენერგიის დახმარებით ფინანსური ნაკადის გაზრდის რიტუალს:
გამჭირვალე ჭურჭელი აავსეთ წყლით და დადგით სარკმელთან ღამე, როდესაც მთვარის ენერგიაა მოფენილი გარშემო და მიმართეთ მთვარეს:
"სავსე და განუყოფელო მთვარევ, გამიზიარე და შეავსე შენი საოცარი ძალით ეს წყალი. შეავსე ჩემი ცხოვრება სიმდიდრით, სიუხვი და შემოსავლით.“
წყლის ჭურჭელი დატოვეთ მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე დილამდე.
დამუხტეთ მთვარის ენერგიით წყალი და დალიეთ, დაიბანეთ სახე, საფულეს მიაპკურეთ და ამ წყლით ისარგებლეთ სავსემთვარეობამდე (ორი კვირა).
წარმატებისთვის რიტუალი:
წლით სავსე ჭიქაში ჩააგდეთ ვერცხლის ან ოქროს მონეტა ან სამკაული, ჭიქა დადეთ სარკმელზე ისე, რომ მთვარის შუქი ხვდებოდეს და წარმოთქვით 3-ჯერ წყალთან ეს სიტყვები:
"მშვენიერო მთვარის ქალღმერთო, მომიტანე წარმატება, სიმდიდრე და სიყვარული! აავსე ჩემი ხელები ვერცხლით და ოქროთი, მადლიერებით ვიღებ შენს საჩუქრებს!“
დილით ეს წყალი მიწაზე მოასხით, რათა მიწის სტიქიას შეერწყას წყალი, ხოლო მონეტა საფულეში შეინახეთ, ატარეთ თან.
რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად:
დაანთეთ წითელი ფერის სანთელი და მიწერეთ წერილი მთვარის ქალღმერთებს თხოვნით: გამოგიგზავნონ ორმხრივი სიყვარული!
ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ, ვინც ურთიერთობაშია და კონფლიქტი მოუვიდა მეწყვილესთან, მასთან შერიგება და ურთიერთობის საუკეთესო გზით მოგვარება... ხოლო წერილი დატოვეთ ასევე ფანჯრის რაფაზე დილამდე.
რიტუალი სურვილის ასრულებაზე:
დაწერეთ ფურცელზე თქენთვის სანუკვარი სურვილი, დატოვეთ ფურცელი ფანჯრის რაფაზე 3 ღამის მიყოლებით შემდეგ აიღეთ ფურცელი, ამ ხნის განმავლობაში თქვენი სურვილი მთვარის შუქითა და ენერგიით განიმსჭვალება და მალე რეალიზდება, ფურცელი შეინახეთ მანამდე, სანამ სურვილი აგისრულდებათ და შემდეგ, როდესაც ასრულდება, შეგიძლიათ მიაწეროთ ამისრულდა და დაწვათ, ხოლო ფერფლი წყალს გაატანოთ.
გულწრფელი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით!