თეგებით ძიება

"მანდარინის ტარტი"

"მანდარინის ტარტის" მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

მასალა ფხვიერი ცომისთვის: 2ც კვერცხი, 130გრ კარაქი ცივი, მწიკვი მარილი, 1 ჩკ გამაფხვიერებელი, 1 ლიმონის ცედრა, 1 ც ვანილი, 300გრ ფქვილი, 100გრ შაქარი და 1 ს/კ რძე ან წყალი.

მშრალი ინგრედიენტები კარაქთან ერთად ავაფხვიეროთ, დავუმატოთ დანარჩენი მასალა, მოვზილოთ ცომი და 40 წთ შედგით მაცივარში.

ცომი გაანაწილეთ ტარტის ფორმაზე, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ.

კრემის მომზადება: 500გრ რძეში გახსენით კარგად 4ს/კ ფქვილი, 1ჭ (200გრამიანი ) შაქარი, დადგით ცეცხლზე, სულ უნდა ურიოთ, გასქელებამდე და მზად არის... გაგრილებულს შეურიეთ 150გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი.

ცივ ნამცხვარზე გავანაწილოთ კრემი, დაალაგეთ მანდარინის ლებნები და ზედ მოასხით გამჭვირვალე ჟელე, 1 სთ შედგით მაცივარში ჟელეს გამყარებამდე.


რეცეპტი მოგვაწოდა ნათია კაჭარავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა