ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძიგამოიჩინეთ ინიციატივა და არ შეგეშინდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების. ხელსაყრელი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად, ინფორმაციის მოსაძიებლად, კომუნიკაციებისა და შეხვედრისთვის. შეიძლება ისე მოხდეს, რომ საჭიროზე მეტი ფული დახარჯოთ, მაგრამ ეს თქვენს ბიუჯეტზე სერიოზულად არ აისახება.
კუროწარმატების მისაღწევად, ეცადეთ დღის პირველ ნახევარში სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. სხვადასხვა ინტერესებისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან საერთო ენას საკმაოდ ადვილად იპოვით. ოჯახში სიყვარულისა და ურთიერთგაგების თბილი ატმოსფერო დაისადგურებს.
ტყუპებიდროა, დაისვენოთ. ეცადეთ ისეთ ადგილზე წახვიდეთ, სადაც პროფესიული და ოჯახური საქმეები თავს აღარ შეგაახსენებთ. მალე ახალი პროექტების განსახორციელებლად დიდი დრო და ენერგია დაგჭირდებათ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა ძველ მეგობრებთან, რომელის სასიამოვნო სიახლეებს მოგიტანთ.
კირჩხიბიეცადეთ კონკრეტული მიზნები დაისახოთ და სანამ ერთ საქმეს არ დაასრულებთ, მეორე არ დაიწყოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ მოგერიდებათ მოფიქრებისთვის დრო ითხოვოთ. სწორ გადაწყვეტილებას მხოლოდ ზანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შედეგად მიიღებთ.
ლომიშესაძლოა, ნათესავებს ან მეგობრები თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ბოლო დროს, ხშირად გსაყვედურობენ, რომ ახლობელ ადამიანებს დასცილდით. სამსახურში შესაძლებლობა გექნებათ თქვენი პროფესიული უნარები გამოავლინოთ და ყველას აჩვენოთ, სინამდვილეში რისი გაკეთება შეგიძლიათ.
ქალწულითუ თქვენს წინაშე კონკრეტული მიზანია, მაშინ შეგიძლიათ მისკენ დამაჯერებელი ნაბიჯებით იაროთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ხელსაყრელი დღეა ინტერიერის საგნების შეძენისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. ეცადეთ სახლში რაღაც საკუთარი ხელით გააკეთოთ და ოჯახის წევრები გაახაროთ.
სასწორიამ დღეს შეიძლება არამარტო საკუთარი, არამედ სხვების პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ხელსაყრელი დროა გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად. თუ დამნაშავე ხართ, პატიება ითხოვეთ, თუ სხვამ გაწყენინათ, ეცადეთ აპატიოთ. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, გირჩევთ დღესვე ექიმთან წახვიდეთ.
მორიელიერიდეთ აჩქარებას და აურზაურს. ამჟამად ხელსაყრელი დროა მშვიდი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ნუ დაიჯერებთ მოსმენილს, მითუმეტეს დაპირებებს - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ამ ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს დღეს რომანტიკული პაემანი ელით. წარმატებული პერიოდია ძვირადღირებული შესყიდვებისთვის. საღამოს ფულის გასესხებას ერიდეთ.
მშვილდოსანიამ დღეს თავს მხნედ და ენერგიით სავსედ გრძნობთ და მზად ხართ ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაუმკლავდეთ. ნუ დაკარგავთ დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე. გირჩევთ სახლსა და ოჯახს განსაკუთრეებული ყურადღება დაუთმოთ. ხელსაყრელი დროა პატიებისა და შერიგებისთვის, ამიტომ ითხოვეთ პატიება და წყენა მიუტევეთ.
თხის რქახელსაყრელი დროა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. საყვარელი საქმიანობა და ახლობელ ადამიანებთან კონტაქტი თქვენი შთაგონების წყარო გახდება. ერიდეთ აზარტული თამაშებს, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. თუ შესაძლებელია, საღამო ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე დასვენებას დაუთმეთ.
მერწყულიმოერიდეთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. თუ რაღაც არ გამოგდით, სამომავლოდ გადადეთ. ხელსაყრელი დღეა დასვენებისთვის, საყვარელი საქმისთვის და ხანმოკლე მოგზაურობისთვის. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ქონებით არაკეთილსინდისიერი ადამიანები დაინტერესდნენ.
თევზებიეცადეთ დრო და ენერგია უსარგებლო საქმეებზე არ დახარჯოთ - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების კეთების დროა. ეცადეთ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ კოლეგებთან და პარტნიორებთან - ამჟამად თქვენი პროფესიული წარმატება მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.