თეგებით ძიება

ფრთხილად, რამდენიმე დღეში რეტროგრადული მერკურია - ასტროლოგი გვაფრთხილებს

რა არის რეტროგრადული მერკური და რატომ უნდა ვიყოთ ამ პერიოდში ფრთხილად და რას მოუტანს რეტროგრადული მერკური ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს?

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ თუ მერკური რეტროგრადულ პერიოდში შევიდა, საქმე სახუმაროდ აღარაა. ისინი გვირჩევენ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად მშვიდად და ფრთხილად ვიმოქმედოთ და ვეცადოთ სიტუაცია არ გავამძაფროთ.

ჯერ გავერკვეთ, რას ნიშნავს რეტროგრადული მერკური?
ასტროლოგიაში პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობად ითვლება ფენომენი, როდესაც დედამიწიდან დამკვირვებელს ეჩვენება, რომ ვარსკვლავური სხეულები შენელებით ან უკუსვლით მოძრაობენ. სინამდვილეში, ეს ოპტიკური ილუზიაა, რადგან ციური სხეულები ყოველთვის წინ და ძალიან სწრაფად მოძრაობენ.

გარკვეულ პერიოდებში, მათი მოძრაობა ნელდება, რაც ქმნის განცდას, რომ თითქოს ისინი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. მერკური ყველაზე სწრაფი პლანეტაა, რომელიც მზის გარშემო ბრუნს 88 დღე-ღამეს უნდება. პლანეტა თავის რეტროგრადულ პერიოდში დედამიწასთან ჩავლის დროს შედის.

წარმოიდგინეთ თავი მატარებელში, რომელსაც გვერდით სხვა მატარებელმა ჩაუარა. სანამ ერთი მეორეს არ გაუსწრებს, წამით შეიძლება მოგეჩვენოთ, თითქოს მატარებელი უკან მიდის. დაახლოებით იგივე ეფექტს ვიღებთ, როდესაც მერკური ჩვენს პლანეტას ჩაუვლის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მერკური პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ურთიერთობაზე, სწავლაზე, მოგზაურობასა და მოლაპარაკებებზე, მაშინ ძნელი მისახვედრი არაა, რომ როდესაც ის „ცოტა არეულია", უმჯობესია აქტიურ მოქმედებებს ვერიდოთ. თქვენი ყველა წამოწყება შეიძლება უაზრო ან საზიანო იყოს.

რეტროგრადული მერკურის პერიოდები 2021 წელს
30 იანვარი - 21 თებერვალი
30 მაისი - 23 ივნისი
27 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

ვისზე მოქმედებს განსაკუთრებით მძიმედ რეტროგრადული მერკური?
ამ ძლიერი ნიშნის გავლენას ვერავინ გადაურჩება, თუმცა ის განსაკუთრებით ძლიერად ზემოქმედებს ზოდიაქოს იმ ნიშნებზე, წარმომადგენლებზე, რომლებისთვისაც მერკური ნათალურ სქემაში აქტიურ პლანეტად ითვლება.

სწორედ ისინი უნდა ერიდონ განსაკუთრებულად რეტროგრადული მერკურის სამკვირიან პერიოდში ახალი საქმეების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა