თეგებით ძიება

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს თქვენი სხეულის ენერგეტიკული რესურსი საუკეთესო ნიშნუილზეა, შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ ნებისმიერი სირთულის საქმე და ღონისძიება. შეიძლება ვიღაცისგან ღირებული (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება) რჩევა მიიღოთ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

კურო
ამ დღეს შეგიძლიათ მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო საქმეები აკეთოთ, დანარჩენი საქმეები კი სხვა დროისთვის გადადეთ. მოსალოდნელია კამათი საყვარელ ადამიანთან. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს თავიდამ აიცილოთ. საღამოს, ახალი, საინტერესო ნაცნობობაა გელით.

ტყუპები
გირჩევთ ამ დღეს თქვენი ენერგია ბინის კეთილმოწყობისკენ მიმართოთ. რაც არ უნდა გააკეთოთ - ინტერიერის შექცვლა თუ დიდი რემონტი, შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. თუ რომელიმე ახლობელ ადამიანთან ნაჩხუბარი ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ახლა მშვიდობის დამყარებისათვის საუკეთესო დროა.

კირჩხიბი
მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სავარაუდოდ, ეს გაციება იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში მიკერძოება გამოჩინოთ, ამიტომ, ჯერ დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ. მათ, ვინც ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევა, ვურჩევთ ძალიან რთულ ამოცანებს არ შეეჭიდონ. ამ დღეს გადაღლა არასასურველია.

ლომი
ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის, ამიტომ შეგიძლიათ, გრანდიოზული გეგმები დასახოთ. ამჟამად თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელი ურთიერთობა და აზრების გაცვლა-გამოცვლა, ამიტომ საღამოს სასურველია მეგობრებთან ვიზიტი.

ქალწული
გირჩევთ მეტი იფიქროთ საკითხებზე, რომელთა მოგვარება უახლოეს მომავალში მოგიწევთ. მოერიდეთ სხვების თუნდაც ძალიან სამარეთლიან კრიტიკას, ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა ან საინტერესო ინფორმაციის მიღება.

სასწორი
დღის პირველ ნახევარში საინტერესო ნაცნობობა გელით. მოსალოდნელია სატელეფონო ზარი ადამიანისგან, რომელსაც დიდი ხნის წინ დაშორდით. ეცადეთ ამ ურთიერთობიდან ნებისმიერი ანგარება გამორიცხოთ. სხვა ადამიანების შესაძლებლობების სწორად შეფასება ცრუ მოლოდინებსა და იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ.

მორიელი
ეცადეთ მეტი დრო გამონახოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. გირჩევთ მხოლოდ სურვილებს არ დასჯერდეთ. ამ დღეს დაპირისპირებებს უნდა ერიდოთ. შეგიძლიათ ახლობლების ემოციური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს ენერგიითა და ოპტიმიზმით სავსე ხართ და ნებისმიერი სირთულის საქმესთან გამკლავება შეგიძლიათ. მთავარია, არ იზარმაცოთ. ხელსაყრელი დროა თქვენი ყოველდღიური რეჟიმი შეცვალოთ და ყველაზე ოპტიმალურად აქციოთ. პირად ცხოვრებაში თქვენი ყველა იმედი ასრულდება.

თხის რქა
კარგი დროა ინიციატივის გამოსაჩენად. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს და მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქრეთ. გაითვალისწიინეთ, რომ ემოციები მხოლოდ ხელს გიშლით, ამიტომ ნებისმიერი საკითხის მოგვარება მშვიდად და ცივი გონებით უნდა სცადოთ. ხელსაყრელი დროა სუფთა ჰაერზე სეირნობის ან ვარჯიშისთვის.

მერწყული
ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საქმის გაკეთება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. მოერიდეთ კამათში ან კონფლიქტში ჩარევას. ის, რასაც ამ დრეს შეიძენთ, დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამ დღეს გული არ ისესხოთ ან არ გაასესხოთ.

თევზები
ეს მრავალმხრივ ხელსაყრელი დღეა. თუ პასიური დამკვირვებლის როლს დასჯერდებით, ეს დღე მშვიდად ჩაივლის. გირჩევთ თავი შეიკავოთ სილამაზის სალონში წასვლისგან - ეს არ არის საუკეთესო დრო იმიჯის შესაცვლელად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა