თეგებით ძიება

18-24 იანვრის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
ვერძებო, ამ პერიოდში თქვენი შინაგანი ძალები დასუსტებულია. გიჭირთ დასკვნების გაკეთება, გადაწყვეტილებების მიღება, აქტიური ფიზიკური ქმედებები. ამ ტენდენციიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზარდოს შეცდომების დაშვების ალბათობა თქვენი მხრიდან. ამდენად, ახლა ჯობია დაისვენოთ და აღიდგინოთ ძალები.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ყველა სახის კომუნიკაცია ბალანსშია. თქვენი გონებამახვილობა საშუალებას გაძლევთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს ან გადამეტებულ ემოციებს, რაც ამ ეტაპზე გამართლებულია, თქვენი ენერგეტიკული გადაღლილობის გამო.
ფინანსური-კარიერული საკითხები: გარემო მეტნაკლებად აგრესიული და შემტევი ხდება თქვენთან დამოკიდებულებაში. ისეთ მოთხოვნებს გიყენებენ, რისი შესრულებაც ახლა უბრალოდ არ შეგიძლიათ სრულფასოვნად. გიწევთ თავდაცვაში დგომა.

კურო
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენი ენერგეტიკა დაბალია. არ ხართ არანაირი აქტივობის განწყობაზე. მიენდეთ ამ განწყობას და შეძლებისდაგვარად დაზოგეთ ენერგია. ახლა თქვენი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს საკუთარ თავზე ძალადობას.
პირადი ურთიერთობების კუთხით, ზედმეტი კომუნიკაცია თქვენთვის ახლა დამღლელია და ძალის გამომცლელი. გიჩნდებათ საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილი. ბევრი თქვენგანი თავს აარიდებს მარტივ მესიჯებსაც კი. კარგი პერიოდია შინაგანი ტრანსფორმაციისათვის.
ფინანსური-კარიერულ საკითხებს რაც შეეხება, ეს პერიოდი არახელსაყრელია წინსვლისათვის. თქვენი მცდელობები ან იდეები არ იღებს გამოხმაურებას. ყველაფერი გიბიძგებთ იმისაკენ, რომ დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ.

ტყუპები
ამ ეტაპზე ძალიან გჭირდებათ განმარტოება. ან ძალიან დაღლილი ხართ, ან ენერგეტიკა გაქვთ დანეგატივებული. ორივე შემთხვევაში კარგია, თუ ახლა საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე გააკეთებთ აქცენტირებას.
პირადი ურთიერთობები: ადამიანების ყურადღება და სითბო არ გაკლიათ. ყველა მხრიდან გრძნობთ სიყვარულსა და დაფასებას, რაც იმის გარდა რომ გავსებთ სიხარულით, აუმჯობესებს თქვენს ენერგეტიკას.
ფინანსური-კარიერული საკითხების კუთხით, მდგომარეობა მყარია და უსაფრთხო, თუმცა თავად ხართ გადაღლილი და დეპრესიული. შესაძლოა უკვე თავი მოგაბეზრათ საკუთარმა პროფესიამ ან სამსახურმა. ამ სფეროში გადაფასებების დრო დადგა.

კირჩხიბი
თქვენთვის ახლა დრო მიიზლაზნება. ყველაფერი შენელებულია და გაწელილი. ნურც ეცდებით რამის აჩქარებას. ყველაფერი მაშინ მოვა და გადაწყდება, როცა ამისათვის ხელსაყრელი დრო დადგება სამყაროსეულად.
პირადი ურთიერთობები: სამყაროს მფარველობაში დგახართ კომუნიკაციის ყველა სფეროში. ახლა დაცული ხართ შეცდომებისაგან, ნეგატიური და მომხმარებელი ადამიანებისაგან. ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ ახლა გაიცნოთ ან აღმოაჩინოთ თქვენი ბედისწერის ადამიანი, პირადი პარტნიორის ან ცხოვრებისეული მასწავლებლის სახით.
ფინანსური-კარიერული საკითხების კუთხით, მეტნაკლებად სტაგნაციის პერიოდია. ახალი სამსახური ან პროექტი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში დგას. შესაძლოა, არსებული საქმეებიც შეჩერდეს დროებით. თუმცა, კარგი დროა გადაფასებებისათვის, საქმის ახლებურად დანახვისათვის.

ლომი
ლომებო, მოსალოდნელია მცირე წინსვლები, შემოთავაზებები ყველა სფეროში. შესაძლოა, ყველაფერი ისეთი გადასარევი არ იყოს, როგორც ამას ერთი შეხედვით წარმოაჩენენ ადამიანები, თუმცა, უკეთესის არჩევის საშუალება თქვენსავე ხელშია.
პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, ამ პერიოდში ყველა სახის კომუნიკაციაში აქტიურდებიან გარშემომყოფები. შესაძლოა კონკრეტული შემოთავაზებები ვერ მიიღოთ, თუმცა უხვად იგრძნობთ ყურადღების გამოვლინებებს.
ფინანსურ-კარიერულ საკითხებში საკმაოდ სტაბილური პერიოდია. სადაც ხართ მმართველი, ლიდერი, განმკარგველი. კარიერა ან ბიზნესი მყარია. თუ არ გაქვთ სამსახური, ახლა კარგი დროა ძიებისათვის, საკუთარი თავისა და პროფესიონალიზმის გამოვლინებისათვის.

ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: შემოთავაზებების, წინსვლის, გაუმჯობესების პერიოდია თქვენთვის. საკუთარ თავს გაბედულად მისცემთ არჩევანის საშულებას. ახლა არ ხართ ვალდებული ყველაფერი მიიღოთ, მხოლოდ იმიტომ რომ მომავლის გეშინიათ.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ურთიერთობებს აგრესიული ელფერი დაჰკრავს. თქვენში იმატებს მომთხოვნელობა და ქიშპის სურვილი. ეცადეთ დააბალანსოთ საკუთარი გაღიზიანებულობა და არ შეხვიდეთ კონფლიქტებში.
ფინანსური-კარიერული საკითხები: მყარი და შემოსავლიანი პერიოდია. შრომას მოქვს მაქსიმალური შემოსავალი. კარგი დროა მობეზრებული საქმიდან გასასვლელად, ახალი სამსახურის ან ახალი პროექტის დასაწყებად.

სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენი შინაგანი ძალა, ენერგია, მიზანსწრაფულობა, ჯანმრთელობა ძალიან ძლიერია ამ პერიოდში. კარგი დროა თქვენი მოთხოვნების გასატანად. ამდენი ბრძოლის ენერგია ყოველთვის არ გაქვთ. ეცადეთ სწორედ ახლა მოითხოვოთ ის, რისიც ჩვეულებრივ გერიდებათ ხოლმე.
პირადი (ზოგადად) ურთიერთობები: კომუნიკაციაში და ურთიერთობებში ახლა მოზომილი ხართ. თქვენი მხრიდან ვლინდება ემოციური სიძუნწე, რაც უკურეაქციას იწვევს. ყველა სახის ურთიერთობა სტაბილურია, თუმცა, ამ ეტაპზე სიამოვნებას ვერ განიჭებთ.
ფინანსური-კარიერული საკითხები: შეჩერების ან დიდი ცვლილებების დროა. შესაძლოა სრულიად შეიცვალოს არსებული მოცემულობა ზოგ შემთხვევაში ნებაყოფლობით, ზოგ შემთხვევაში კი გარე ჩარევით. უმჯობესია თავად გადააფასოთ არსებული რეალობა და დააკორექტიროთ ის.

მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: პერიოდი ხელს არ უწყობს სასიკეთო სიახლეებს, ზოგადად წინსვლას. უფრო გაჩერების, დაყოვნების ეტაპია თქვენთვის. შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანთან მოხდეს შესამჩნევი ცვლილებები. ეცადეთ თავად გადააფასოთ და გაუშვათ ყველაფერი დრომოჭმული თქვენი ცხოვრებიდან.
პირადი ურთიერთობები: ვლინდება აგრესიული, მომპოვებლური დამოკიდებულება ყველა სახის ურთიერთობაში. ახლა თქვენ და თქვენი ახლობლები მეტნაკლებად ებრძვით ერთმანეთს და ცდილობთ ლიდერული ადგილის დამკვიდრებას.
ფინანსური-კარიერული საკითხები: ახლა დროა დაასრულოთ არამომგებიანი პროექტები, არაფრისმომცემი სამსახურები. სანამ ძველი არ დაიხურება, ახალი ვერ დაიწყება. პერიოდი ხელს გიწყობთ, გარდამავალი ეტაპის წარმატებით გავლაში.

მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: გამორჩეულად კარგი პერიოდია კონკტერულად ბავშვებთან მიმართებაში, ყველა კუთხით. თუ რაიმე ეხება ბავშვის ან დიაგნოზს, ან ჩასახვას, ან მშობიარობას, ან სასამართლო დავას ბავშვის გამო და ა. შ. ყველაფერი მოიტანს სიხარულს და წარმატებას.
პირადი ურთიერთობები: არც მთლად მშვიდი პერიოდია. გარემოდან შემოდის აგრესიული იმპულსები. ზომაზე მეტად გსაყვედურობენ ან გაძალებენ რამეს. ეცადეთ არ გადადგათ თქვენი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯები, რადგან სიტუციას ეს მაინც არ დაათბობს ახლა.
რაც შეეხება ფინანსურ-კარიერულ საკითხებს, საკმაოდ რთული პერიოდია ზოგიერთი თქვენგანისათვის. თუ არ ხართ კარმულად სწორ სამსახურში ან სწორ შემოსავლებში, შესაძლოა მოხდეს სიტუაციის დახურვა.

თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: ვლინდება თქვენთვის უჩვეულო განწყობა, როცა არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, საკუთარი აზროვნების სისწორეში. სწორედ ახლა გჭირდებათ თანამდგომი, დამრიგებელი ადამიანი გვერდით.
პირადი ურთიერთობების კუთხით, გარემო კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ. შემოთავაზებები, დაპირებები უხვად მოდის. ადამიანები ცდილობენ თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას.
ფინანსური-კარიერული საკითხები: მდგომარეობა სტაბილურია. შემოსავლები შემოდის ზომიერად, თუმცა მოგიწევთ გარკვეული ეკონომიურობა ხარჯვით ნაწილში. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ნაკლები მიიღოთ, ვიდრე ელით.

მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: ყველაზე სტაბილურად და დაცულად ამ ეტაპზე ოჯახურ გარემოში ხართ. ეცადეთ ოჯახში მიიღოთ რელაქსი და აქვე აღიდგინოთ ენერგია. ახლა მხოლოდ ოჯახის წევრები არიან თქვენი ჭეშმარიტი კეთილმოსურნეები.
პირადი ურთიერთობები: ცვლილებებისა და გადაფასებების პერიოდია თქვენთვის. ამ პერიოდში ყველა გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს. ზოგ ადამიანზე გაიუმჯობესებთ შეხედულებას, ზოგზე კი გაიუარესებთ. შესაძლოა დანაკარგებიც.
ფინანსური-კარიერული საკითხები: მაღალია შეცდომაში შესვლის, მოტყუების ალბათობა. ფრთხილად იყავით ხარჯებთან, შესყიდვებთან, სესხებთან. ამ პერიოდში ქურდობის საფრთხეც კი არსებობს. გაააქტიურეთ საკუთარი ყურადღება ყველაფრის მიმართ.

თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: ემოციური პერიოდი გაქვთ. ახლა ხდება ყველაფერი „გულისამაჩუყებელი“. ასევე, თავად ძალიან ემოციურად უდგებით ყველაფერს, რამაც შესაძლოა საღი აზრი დაგაკარგვინოთ კრიტიკულ მომენტებში.
პირადი ურთიერთობები: გიყვართ და უყვარხართ ყველას გარშემო, თუმცა ეს განწყობა ილუზიურია და ზედაპირული. რეალურად ახლა თქვენ დაქვეითებული გაქვთ შეფასების უნარი. ამდენად, ნუ ეცდებით მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები ან გასცეთ რაიმე დაპირება.
ფინანსური-კარიერული საკითხები: სტაბილური პერიოდი გაქვთ. განსაკუთრებით გააქტიურდებით მენტალურად. გონებრივი შრომა მოიტანს კარგ შემოსავლებს. თუ რამე გაქვთ მოსაპოვებელი ან მოსათხოვნი, ახლა სწორედ ამისი დროა.

პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit

https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457

https://www.facebook.com/her.mit.3139


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა