თეგებით ძიება

ივანიშვილი ყოველთვე ბონუსებს გვირიცხავდა, მაგრამ ეს იყო წინასწარ გათვლილი, ათი იმდენი ამოიღო ხალხის ჯიბეებიდან - ხატია სიჭინავა

ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ “ტვ პირველთან” საუბარში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ირაკლი კობახიძეს შეატოვა.

“მე როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ამას ვუყურებ, რომ ივანიშვილმა ჩამონგრეული სახელმწიფოდან გაასწრო და ქვეყანა შეატოვა კობახიძეს. მოყვება თუ არა კობახიძე ამ ნანგრევებში და ვის მოიყოლებს, ეს უკვე ცალკე საკითხია და ამასაც მალე ვიხილავთ. კობახიძე ალბათ მისი ფავორიტი იყო ოდესღაც, შესაძლოა მერე იმედები გაუცრუა და იმიტომ შეატოვა. მე მაინც მგონია კობახიძე გაწირა, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო არის ჩამონგრეული. ხალხის უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება და ცოტა დრო რჩება იმისთვის რომ თავზე ჩამოენგრეთ ყველაფერი. პირველი კობახიძე იქნება ვინც გახდება ხალხის სამიზნე” – განაცხადა ჟურნალისტმა.

სიჭინავა წარსულში “ქართული ოცნების” გულმხრუვალე მხარდამჭერი იყო და გადაცემის სტუმრობისას ამის მიზეზებიც განმარტა.

“ოცნების მომხრე თუ არის ვინმე დარჩენილი, შესაძლოა არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს მთავრობა ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო მთავრობა. ივანიშვილი ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკით არ შემოსულა. რადგან ადრე მე ვმუშაობდი “მეცხრე არხზე” და თანამშრომლებს ყოველთვე გვერიცხებოდა დიდი ბონუსები. ყოველთვის გვაინტერესებდა ვინ იყო ეს კაცი, რომელიც ასე ზრუნავდა ხალხზე. მე როგორც ქველმოქმედი ასე გავიცანი პირადად და ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი, რომ შემოვხაზე ბიძინა ივანიშვილის პარტია იყო ეს. ახლა ვფიქრობ ეს, იყო წინასწარ გათვლილი, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ათი იმდენი ამოიღო საკუთარი ხალხის ჯიბეებიდან”- განაცხადა სიჭინავამ.


"პრაიმამბები"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა