თეგებით ძიება

“აზრი უნდა ჰქონდეს რასაც აკეთებ” - რა ბედი ელის “ჩცდ”-ს და იქნება თუ არა ჩიკა ახალ სეზონში?

ქართული ტელესივრცეში არსებულ ქართულ სერიალებს შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც ეკრანზე სამი თვეა აღარ ყოფილა.

როდის დაუბრუნება მაყურებელს მისი საყვარელი პერსონაჟები, ამის გასარკვევად “პრაიმამბები” სერიალის პროდუსერს ირაკლი საღინაძეს ესაუბრა.

– ბატონო ირაკლი, უკვე ცნობილია რომ “ფორმულად კრეატივის” სერიალი “თესეა” ეკრანზე ბრუნდება, თუმცა არაფერია ცნობილი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” შესახებ, როდის გაგრძელდება ის?

– ჩცდ-ს ახალი სეზონის დაწყება იგეგმება მარტში. ჯერ გადაღებებიც არ დაგვიწყია, რადგან სამი ჯგუფი სჭირდება ამ სერიალს და 120 ადამიანის ყოველდღიურად ტრანსპორტირებაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე აზრი უნდა ჰქონდეს რასაც აკეთებ, ჩვენ დავიცავით წესები, პირველ ადგილზე დავაყენეთ ადამიანის ჯანმრთელობა და თებერვლის ბოლოს, როდესაც რეგულაციების შემსუბუქება დაიწყება, გადაღებებიც განახლდება.

– როგორ გადაწყდა საბოლოოდ ჩიკას ბედი, ის “რუსთავი 2”-ზე გადავიდა, ვიხილავთ თუ არა ახალ სეზონზე სერიალში?

– ჩიკა არ იქნება, “რუსთავი 2”-ზე გადასვლის გამო. ჩემთვის მისი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორ შეიძლება ასე იყოს, როცა ადამიანს 3 თვე არ ჰქონდა სამსახური. სხვებმაც დაიწყეს მუშაობა და ამის გამო, ვერავის ვერ გავკიცხავ.

– თუმცა გყავთ სერიალში ისეთი მსახიობები, რომლებსაც სხვა სამსახურიც აქვთ…

– თეატრში მუშაობა სხვა რამეა. სხვა არხის საიმიჯო სახე სხვა შემთხვევაა, გამოდის რომ კონკურენტის პროდუქტის რეკლამას ვაკეთებ. ერთადერთი გამონაკლისია ბახვა ბრეგვაძე, როცა რაღაც არის თავის როლს ასრულებს, თან მთავარ როლს არ თამაშობს. ტიპაჟია, რომელსაც განსაკუთრებული როლი არ აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა