თეგებით ძიება

რა საერთო აქვთ "ვიაგრასა“ და "ფაიზერის“ ვაქცინას ერთმანეთთან?

დიდი ალბათობით საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით დაიწყება. მართალია, ბოლომდე დარწმუნებული არავინაა, რომ ის სრულიად უსაფრთხოა, რადგან რამდენიმე ქვეყანაში უკუჩვენება გამოვლინდა, მაგრამ ქვეყნების უმეტესობა სწორედ ამ ვაქცინაზე აკეთებს არჩევანს.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე სწორედ ის მწარმოებელი ქარხანა მუშაობს, რომელიც „ვიაგრას“ აწარმოებს.

სოციალურ ქსელში მოსახლეობის განწყობების გაცნობისას აღმოჩნდა, რომ „ფაიზერი“ ვაქცინიის სანდოობაში ბევრი მაშინ დარწმუნდა, როცა გაიგო, რომ სწორედ ეს ქარხანა მუშაობდა „ვიაგრაზე“.

რა თქმა უნდა, თუ ერთი წამალი ეფექტიანად მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ სხვა წარმოებული ვაქცინები და წამლები იდეალური ინება, მაგრამ როგორც ჩანს, მოსახლეობა მაინც ყველაფერზე ამახვილებს ყურადღებას.

რა ვიცით „ვიაგრაზე“.

ვიაგრა უკვე 22 წლისაა. ყველაზე დიდი პოპულარობით იტალიელ მაჩოებში სარგებლობს.

ის მსოფლიოში წამლების შავ ბაზარზე ყველაზე ხშირად გაყალბებული პრეპარატია.

ფაქტის აღმსაფხვრელად მწარმოებელმა ქარხანამ სპეციალური ინსტრუქციას კი გამოუშვა, მომხმარებელი როგორ არ უნდა მოტყუებულიყო.

იმედია, 22 წელი არ დასჭირდება „ფაიზერის“ ვაქცინას იმისთვის, რომ ვიაგრას მსგავსი სანდოობა მოიპოვოს.

შეგახსენებთ, „ფაიზერის” ინექციას კორონავირუსის ნაწილისთვის გენეტიკური ინსტრუქცია შეჰყავს. პაციენტის ხელში შეყვანისას, კუნთის უჯრედები ვირუსის ნაწილებს თვითონ წარმოქმნიან.

„ფაიზერმა” ტექნოლოგია თავისი გერმანელი პარტნიორის, „ბიონტექისგან“ შეიძინა. მსგავსი ვაქცინა აქვს ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია „მოდერნას“.


"ფორტუნა"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა