19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
გახსოვდეთ, წარმატებას ის მიაღწევს, ვინც მიზნების მისაღწევად ყველაზე მეტს იაქტიურებს. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, ამიტომ საკუთარ ინტუიციას ენდეთ და სხვების რჩევებს ნუ გაითვალისწინებთ. სავარაუდოდ, ახალ საქმიან ურთიერთობას დაიწყებთ.
კურო
ეს დღე ყოველდღიურ საქმეებში ჩაივლის. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი საქმის დასრულება მოასწროთ. ახლა ხელსაყრელი დროა ცოდნის მიღებისთვის, საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებისთვის, ახალი კავშირების შექმნისა და განმტკიცებისთვის. გირჩევთ არც ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაივიწყოთ.
ტყუპები
ბიზნესის და ფინანსების სფეროში ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს, თუ საფუძველი წინასწარ არ არის მომზადებული. ამ დღეს ბასრ საგნებთან და ელექტროხელსაწყოებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - არსებობს დაზიანების რისკი.
კირჩხიბი
ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, მაგრამ ნურც სასარგებლო რჩევენს უგულვებელყოფთ. გახსოვდეთ, რომ კარგად გააზრებული გეგმის საშუალებით, საუკეთესო შედეგს მიაღწევთ. საღამო სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ.
ლომი
თქვენს მიმართ უამრავი ადამიანი კეთილგანწყობას გამოავლენს. ამ დღეს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან საერთო ენის პოვნას ადვილად ახერხებთ. შესაფერისი დროა ყველა სახის შესყიდვებისა და იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმებისთვის.
ქალწული
შესანიშნავი დღეა საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებისა და სახლის დასუფთავებისთვის. გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან და გაათავისუფლეთ თქვენი საცხოვრებელი ფართი. დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. ახლა დაწყებული დიეტა შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. დღის ბოლოს ფინანსური პრობლემების გამო შესაძლებელია ოჯახის წევრებთან კამათი.
სასწორი
ამ დღის დევიზია - ნაკლები შრომა და მეტი დასვენება. იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელიობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ რისკს შეიძლება სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ამ სამყაროში მარტო არ ხართ, ამიტომ თუ რჩევას ან დახმარებას გთხოვენ, უარი არ უნდა უთხრათ.
მორიელი
სავარაუდოდ, ახალი იდეა, რომელიც დღეს გესტუმრებათ, თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროს წევრებს. ახლობელი ადამიანისგან მოსალოდნელია ცილისწამება, რომელიც ძალიან გაგანაწყენებთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, თუნდაც მისი წყარო იცოდეთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ ეს დღე ისე დაგეგმოთ, რომ მას რაც შეიძლება ნაკლები შეხვედრა და ღონისძიება მოხვდეს. ახლა ურთიერთიბისთვის განწყობილი არ ხართ, ამიტომ ჯობს საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. ეცადეთ უფროსი თაობის ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და მოთმინება გამოიჩინოთ. ეს კამათისა და სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ამ დღეს ყველაფერი საჭირო და სასარგებლო თავად მოხვდება თქვენს ხელში. თქვენ მხოლოდ იმის აღება უნდა მოახერხოთ, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდეთ, მაგრამ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გამორიცხულია. ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენების განვითრებით კმაყოფილი დარჩებით. ეცადეთ მომენტით ისარგებლოთ, რადგან ის დიდხანს არ გაგრძელდება.
მერწყული
ეს დღე დაძაბულ მუშაობაში ჩაივლის.გირჩევთ მეტი ყურადღება დაეთმოთ ტექნიკას, საქმიან ქაღალდბს, ბუღალტერიას და ეკონომიკურ საკითხებს. დღეს ვალის აღების ან ფულის გასესხებისთვის არახელსაყრელი დღეა. საპირისპირო სქესის მოხიბვლას ადვილად შეძლებთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა.
თევზები
ახალი საქმეების დასაწყებად ხელსაყრელი დღეა. რთული სიტუაციიდან გამოსავალს ადვილად იპოვით, მაგრამ ეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა. ახლა ყველაზე მეტად დასვენება და კარგი ძილი გჭირდებათ. სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებში ახალი ეტაპი დაიწყოს.