თეგებით ძიება

ერთ თაიგულს ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა... ბოდიში – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

არ არის საჭირო რაღაცის შელამაზება, ერთ თაიგულს კი ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მაინც. ბოდიში, – ამის შესახებ აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ირინა ფუტკარაძე.

"მე ეს ვერ გავაკეთე მიზეზებს აზრი არ აქვს. არის რაღაც, რასაც მთელი ცხოვრება ნანობ. მეტ ყურადღებას იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა, თუნდაც ჩემგან, როგორც საბჭოს თავმჯდომარისგან და ჟურნალისტისგან. მეტი კორპორატიული პასუხისმგებლობაც გვმართებს", – აცხადებს ფუტკარაძე.

ცნობისთვის, ლეგენდარული ტელეწამყვანი, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილის, გიორი გაბუნიას განცხადებით, ტელევიზიისგან, სადაც დედამისი მრავალი წელი მუშაობდა, სამძიმრის ნიშნად თაიგულიც არ მიუღიათ.

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში 2020 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა