თეგებით ძიება

მერაბ სეფაშვილის ახალი ამპლუა - მომღერალი ტელეწამყვანის როლს მოირგებს

მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველის“ გუნდს უერთდება. კერძოდ, მომღერალი გადაცემას წაიყვანს.სეფაშვილმა მუსიკალური პროექტის შესახებ შუადღის გადაცემაში ისაუბრა.

„ზოგადად, ადამიანი ფიქრობს, რა გემღერება, როცა ასეთი სიტუაციააო, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს. პირიქით, უნდა გემღერებოდეს, ეძებდე იმას, რაც გაგართობს და პრობლემებს დაგავიწყებს. ასეთი პროექტია,შევეცდებით, რომ ჩვენი საინტერესო ჩვენი იყოს.

საავტორო პროექტი არის, რომ გამოხატო შენი დამოკიდებულება ძველი თუ ახალი თაობის მიმართ, უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ხალხისთვის, საინტერესო უნდა იყოს, გემოვნებიანი. ერთია, რომ უნდა გავერთოთ და რაღაც გავიგოთ და მეორე ის, რომ ხაზი გავუსვათ იმ ადამიანების ღვაწლს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთეს", – განაცხადა სეფაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა