თეგებით ძიება

საქართველოში კორონავირუსს 35 წლის ქალი ემსხვერპლა

ქობულეთში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ “პრაიმტაიმი" წერს.

სააგენტოს ცნობით, თეა მგელაძემ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ქობულეთის კლინიკას მიმართა. თუმცა, ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. განმეორებითი ტესტირებისას ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, სავალდებულო გახდა მისი თბილისში რეფერირება, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დღეს გარდაიცვალა.

ოჯახი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა