თეგებით ძიება

“კოვიდის ვაქცინას არ გავიკეთებ" - სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია კორონას ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ არ გაიკეთებს.

"ვერ გეტყვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად კარგია ეს ვაქცინა. დავუშვათ, კოვიდისგან დაიცავს, მაგრამ არის საუბარი, რომ სხვა რამესაც აზიანებს. არ ვიცი რა იქნება… მე სკეპტიკურად ვუყურებ, ამ თემას. ყველას თავისი მოსაზრება აქვს.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ გავიკეთებ. არ ვიცი რომელი ქვეყნის იქნება ეს ვაქცინა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს – არ გავიკეთებ“, – აღნიშნა "ტვ პირველის" ეთერში სოფო ბედიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა