თეგებით ძიება

ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა, მას 2 შვილი დარჩა - ტრაგედია თბილისში

იმ დღესაც ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც მანამდე. სამსახურიდან ბრუნდებოდა. მერე ერთმა მოულოდნელმა და თავზარდამცემმა შეჯახებამ დრო გააჩერა, მისი სიცოცხლე შეწყვიტა, ოჯახს და ახლობლებს კი სამუდამო და მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა.

მზიკა ხუსკივაძე 34 წლის იყო. 25 იანვარს 35 წლის იუბილე უნდა აღენიშნა… 2 დღის წინ სამსახურიდან შინ მიმავალს ავჭალის დასახლებაში ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

2 შვილი 17 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა დარჩა. „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვა.

„მზიკა არაჩვეულებრივი შვილი დედა და მეუღლე იყო. ჩვენს მეხსიერებაში ვინც მას იცნობდა, ისევ ისეთ ხალისიანი, მომღიმარი, უბოროტო და ენერგიულ მზიკად დარჩება.

ძალიან პატარა ასაკში შექმნა ოჯახი. 16 წლის იყო რომ გათხოვდა. დაუზარელი, მხიარული და შრომის მოყვარე გოგონა იყო. მასზე წარსულში საუბარი ახლაც მიჭირს. არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს. მთელი ცხოვრება მუშაობდა და შვილებს არაფერს აკლებდა. ბოლო 5 წელია გლდანში მუშაობდა ძიძად. იმ დღესაც სამსახურიდან მოდიოდა. უკვე საღამოს საათები იყო და სახლში მისვლას ჩქარობდა. სწორედ ამ დროს დაეჯახა ავტომობილი. ადგილზე გარდაცვლილა…

საშინელება ტრიალებს ჩვენს ოჯახში. არ ვიცით მის გარეშე როგორ გაგრძელდება ცხოვრება…

მისი შვილები ახლა ობლობაში გაიზრდებიან. თავადაც პატარა იყო როცა მამა გარდაეცვალა და დედამ მზიკა და მისი და გაჭირვებით გაზარდა… “ – ამბობს ოჯახის ახლობელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა