თეგებით ძიება

გიორგი გახარია: დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს დღეს პირველად მიეცემა შეფასება, რაც ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი უნდა გახდეს.

"დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი. ჩვენ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ძირითადად იქნება საფუძველი ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის ომის“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით. ამ ნაწილში ჩვენ გვქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. დღეს არის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება წლის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორისი კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს ოკუპაციის მიმართულებით მოქმედებები“, – განაცხადა გახარიამ.

დღეს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა