თეგებით ძიება

დღეს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

2008 წლის ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოში სხდომა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე შეისწავლეს სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება.

მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან 700-მდე მტკიცებულება წარედგინა და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:

სიცოცხლის უფლება;
წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
საკუთრების დაცვა;
განათლების უფლება;
მიმოსვლის თავისუფლება.

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა