თეგებით ძიება

საქართველომ რუსეთს მოუგო... ასეთი დოკუმენტი ქვეყანას აქამდე არასოდეს ჰქონია - თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოზე

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის დოკუმენტი, რომლის ანალოგიც ქვეყანას აქამდე არ ჰქონია.

"ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე" - წერს წულუკიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა და სამართლებრივი დავა მოიგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა