თეგებით ძიება

ეს გადაწყვეტილება მნიშვნლოვანი ბერკეტია დეოკუპაციისთვის - კახა კალაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

თბილიის მერი კახა კალაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის დიდი გარღვევაა.

"მეგობრებო, გილოცავთ! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპაციის შესახებ, კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით, ჯერ არ გვქონია.

ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმისთვის. წინ დიდი გზა არის გასავლელი.

უდიდესი შრომა, პროფესიონალიზმი ჩაიდო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ გამარჯვების მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი ვერდიქტი გამოაქვეყნა საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე დავაზე 2008 წლის 12 აგვისტოდან და შემდგომ პერიოდში. ანუ მას შემდეგ, რაც ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რუსეთმა კონვენციის მთელი რიგი მუხლებ დაარღვია.

ეს გადაწყვეტილება არის დიდი გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებისთვის, არის მნიშვნელოვანი ბერკეტი დეოკუპაციისთვის. ორი სიტყვით კი - ყინული დაიძრა! ასეა "სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო“.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვებას ზრუნვა უყვარს.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას გამარჯვების დიდ გზაზე და მადლობა ყველას, ვისაც ამაში საკუთარი წვლილი შეაქვს!", - წერს კახა კალაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა