თეგებით ძიება

ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს - თეა წულუკიანი

ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეული პირების სიხარული, თითქოსდა ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„გარკვეულმა ძალებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, როდესაც დაინახეს, რომ თითქოსდა, ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება, რომ ჩვენმა სისტემამ ამ რყევის შედეგად რაიმე მტკივნეულად განიცადოს და აღიქვას. ამიტომ, ამ მხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, თუმცა ის რეაქციები, რომ ცუდად არის საქმე და ეს ვიღაცას უხარია, ეს მათ ხელწერად და დამახასიათებელ ნიშნად იქცა“, - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა