ვუსამძიმრებ ირანის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს - ილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი ირანის პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რამაც გამოიწვია პრეზიდენტ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვა. ვუსამძიმრებ ირანის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს დარჩიაშვილი.