თეგებით ძიება

საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 5.3%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1 459 ობიექტი შევიდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიხედვით, ამავე პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობმა 1 546 200 ათასი კვ.მ. შეადგინა, რაც წლიურად 3.6%-ით შემცირდა.

სტატიტისკის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის. მათ შორის ლიდერია თბილისი 31.9%-ით, შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი - 15.1%, კახეთი - 12.1% და ქვემო ქართლი -10%.

როგორც საქსტატი აღნიშნავს, მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობისა და ფართობის შემცირებისა, სამშენებლო აქტივობის ძირითადი ნაწილი კვლავ დედაქალაქსა და რამდენიმე მსხვილ რეგიონშია კონცენტრირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა