თეგებით ძიება

სამშენებლო ნებართვების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის - 6 თვეში საქართველოში 5 391 ნებართვა გაიცა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 391 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო ფართობმა 5 275 700 კვ.მ. შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.7%-ით მეტია.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების თითქმის სამი მეოთხედი ოთხ რეგიონზე მოდის. მათ შორის ყველაზე დიდი წილი თბილისს ეკუთვნის, სადაც გაცემული ნებართვების 49.2% მოდის. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი - 9.2%, აჭარა - 7.6% და კახეთი - 7.3%.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, 2026 წლის პირველ ნახევარში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა