2021 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2021 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის.
ვერძი
2021 წელი ვერძს სხვადასხვა სფეროში წარმატებას მოუტანს და ამაში პლანეტა იუპიტერის ხელსაყრელი გავლენა გაეხმარება. სწორედ ყოფით ცხოვრებაში წარმატება განაპირობებს ვერძის რომანტიკულ ცხოვრებაში წარმატებას. საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენით ვერძი საპირისპირო სქესისთვის სასურველი პარტნიორი გახდება. უკვე არსებული კავშირები კი მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
კურო
ხარი მთელი წლის განმავლობაში კუროს მხარდამჭერი იქნება. შესაბამისად, რომანტიკული სფეროსთვის ხელსაყრელი პერიოდია. დაქორწინებულ წყვილებს ჰარმონიული ცხოვრება ელით. ხარი ქორწინებისა და ოჯახური ურთიერთობების მხარდამჭერია და ხელს უწყობს პარტნიორის დაახლოვებას. „ერთჯერადი“ და ხანმოკლე თავგადასავლების მოყვარულებს კი იმედგაცრუება ელით.
ტყუპები
ამ წელს ტყუპებისთვის რომანტიკა უმთავრესია. ბევრისთვის ის შთაგონების წყაროდაც კი იქცევა. იუპიტერი ტყუპებს სანაცნობო წრის გაფართოებაში დაეხმარება, რაც მარტოხელების დაქორწინების შანსებს გაზრდის. ზოგადად, ამ წელს ნებისმიერი გულწრფელი ურთიერთობა განვითარდება, განმტკიცდება და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს რუტინული საკითხების რომანტიკულ ცხოვრებასთან შეხამება უჭირთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელი სიყვარულის გარეშე ჩაივლის. სხვა საკითხია თუ რას მოუტანს კირჩხიბს ეს ურთიერთობა. სეყვარებულებს შორის შესაძლოა, ბევრი ჩხუბი და სკანდალი იყოს, მაგრამ ბობოქარი ვნებებიც საკმარისად იქნება.
ლომი
ხარის წელი ლომებს უამრავ სარგებელს პირდება. ისინი თავიანთი რომანტიკული ბედის ბატონ-პატრონებად იქცევიან. თუ რომანტიკული ურთიერთობების სურვილი გაგიჩნდათ, ვერავინ და ვერაფერი შეგეწინააღმდეგებათ. ხანგრძლივი ურთიერთობა იქნება თუ ხანმოკლე საკურორტო რომანი, ნებისმიერი ურტიერთობა თქვენი გამარჯვებიტ დასრულდება.
ქალწული
2021 წელს ქალწულები და რომანტიკული ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით ივლიან და ძალიან, ძალიან იშვიათად გადაიკვეთებიან. ამ წელს ქალწულს განსხვავებული პრიორიტეტები და ინტერესები აქვს. პროფესიული საქმიანობა სხვა ინტერესების დროს და ადგილს არ დატოვებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქალწული უგრძნობი გახდება. წელს თქვენი დევიზია - ჯერ საქმე და შემდეგ სხვა დანარჩენი.
გაგრძელება იქნება