თეგებით ძიება

როგორ გამოვაცხოთ უგემრიელესი ჩიზქეიქი სახლში

უგემრიელესი ჩიზქეიქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

- ფხვიერი ნამცხვარი (პეჩენია) - 250 გრ
- კარაქი - 120 გრ

გულსართისთვის:
- ხაჭო - 1 კგ
- შაქარი - 200 გ
- კვერცხი - 5ც.
- არაჟანი - 3 ს.კ
- ფქვილი - 3 ს.კ
- ვანილი

მომზადების წესი: დაფხვენით პეჩენია და მოასხით გამდნარი კარაქი, შემდეგ კარგად აურიეთ. ეს მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და ძირზე თანაბრად გაანაწილეთ ისე, რომ ოდნავ გვერდებზეც ამოვიდეს. საცხობი ფორმა შედგით მაცივარში სანამ გულსართს მოამზადებთ.

გულსართი: ათქვიფეთ შაქარი და ხაჭო, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი. ბოლოს აურიეთ არაჟანი, ფქვილი და ვანილი. მომზადებული გულსართი დაასხით დატკეპნილ ძირს და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში, ზედა თაროზე, დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში. როცა კიდეები საცხობ ფორმას მოცილდება და ოდნავ მოიბრაწება, ესე იგი, მზადაა.

მომზადებულ ჩიზქეიქს თქვენი გემოვნებით მოაყარეთ სხვადასხვა სახის კენკრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა