თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

ჯარისკაცი სამხედრო ბაზაზე მეგობარ ქალს 2 კვირა მალავდა

დიდ ბრიტანეთში, საზღვაო ფლოტის ბაზაზე ავიამექანიკოსი მეგობარ გოგონას 2 კვირის განმავლობაში მალავდა. ინფორმაციას The Sun წერს.

გამოცემის ცნობით, სამხედრო პირი ქალს თავის ოთახში მალავდა. მან კარზე გააკრა წარწერა, რომ ოთახი არავის დაელაგებინა. საბოლოო ჯამში, საიდუმლოს ფარდა სხვა სამხედრო პირებმა ახადეს, რომლებმაც გოგონა გარდერობში, თანამებრძოლის ტანსაცმლებში ჩამალული იპოვეს. ქალი წარმოშობით ერთ-ერთი აღმოსავლური ქვეყნიდანაა.

სამხედრო ბაზის უფროსობა ვარაუდობს, რომ ქალი ჯარისკაცს იმ მიზნით დაუახლოვდა, რომ საიდუმლო ინფორმაცია მიეღო მისგან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა