თეგებით ძიება
26. 01. 2021 მსოფლიო

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ნიდერლანდებში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათით“ უკმაყოფილო მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ქალაქ როტერდამში პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ დაგმო ის, მიმდინარე პროცესებს „კრიმინალური ძალადობა” უწოდა. ნიდერლანდებში „კომენდანტის საათი“ 9 თებერვლამდეა დაწესებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა