თეგებით ძიება

გებჟალია

მეგრელების საამაყო კერძი პიტნის აჯიკით და ნადუღით გადახვეული სულგუნია რომელიც რულეტს გავს და შემდეგ მაწვნის და რძის ნარევშია ჩაწყობილი, რომელსაც ღომთან, მჭადთან ან ჭვიშტართან მიირთმევენ.

გებჟალიის გაკეთების პრინციპი ერთია, რომ მას პიტნის აჯიკა უნდა წაუსვათ და ნადუღიც დაურთოთ შიგ. სერვირება კი ბევრნაირად ხდება თქვენი ფანტაზიის მიხედვით, ზოგი უბრალოდ ღრმა ჭურჭელში აწყობს, ზოგი რულეტივით სიგრძეზე და ასე შ. ზევიდან ზოგი მაწვნის და ნადუღის ნარევს ასხავს (შიგ ცოტა მორჩენილი აჯიკა აურიოთ) ზოგი მაწვნის და რძის ნარევს, მეგრელები ზოგჯერ უბრალოდ იმ თბილლწყალში ხსნიან აჯიკას რომელშიც ყველი გადაზილეს და მას ასხავენ ზევიდან.

გებჟალია


მომზადების წესი:

პიტნა ნიორი ცოტა ქინძი და მარილი ჩავნაყოთ ან დავაბლენდეროთ.
შემდეგ ყველი დავჭრათ თხელ ნაჭრეებად და ჩავყაროთ ადუღებამდე მისულ რძეში და ხის კოვზით ურიოთ იქამდე სანამ ერთ მთლიან მასას არ მიიღებთ
ცომივით წელვადი მასა გადმოვიღოთ და ხელით გავაბრტყელოთ დიდ თეფშზე.
წაუსვათ გამზადებული პიტნის აჯიკა და თქვენს მხარეზე სიგრძივ კოვზით დავდოთ პიტნის აჯიკა არეული ნადუღი და შემდეგ რულეტივით გადაახვიეთ.
დაჭერით პატარა ნაჭრეებად და ღრმა ჭურჭელში ჩაალაგეთ ან გრძელ თეფშზე დავაწყოთ სიგრძივ და ზევიდა მოასხით მაწვნის და თბილი რძის ნარევი.

შეგიძლიათ გააფორმოთ პიტნით, ბროწეულით და ა.შ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა