თეგებით ძიება

გამოთვალეთ თქვენი პირადი ციფრი და ნახეთ 2021 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი

ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები ხშირად ციკლური ხასიათისაა და ნებისმიერი პროგნოზი ახდება, თუ გარკვეულ ფაქტებს და მათზე ჩვენს რეაქციას შევადარებთ.

არსებობენ უფრო ზუსტი ფაქტორები, ვიდრე მხოლოდ დამთხვევა: თუ მივმართავთ რიცხვებს და მათემატიკურ გამოთვლებს, შეიძლება ნებისმიერი პროგნოზი ბევრად უფრო კონკრეტულად განვიხილოთ.

ზოგი ადამიანი ჰოროსკოპებს ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ისინი ძირითადად, ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან. რა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებსაც ზუსტი და დეტალური ინფორმაცია აინტერესებთ? ასეთი ინფორმაციის მისაღებად, რიცხვებს უნდა მიმართოთ - თქვენი პირადი ნომრის გამოთვლით შეძლებთ ინდივიდუალურ განლაგებას მიიღოთ, რომელიც მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ასეთი პროგნოზი გვეხმარება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ და მკაფიო გეგმები შევადგინოთ.

ცხოვრება განმეორებადი ციკლებისგან შედგება და თუ გავიგებთ ცხოვრების რომელ ეტაპზე და ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, თითქმის ნებისმიერი მოვლენის გამოსწორებას შევძლებთ.

წლის პირადი ნომერი ზუსტად ამისათვის გამოითვლება და ფორმულა ძალიან მარტივია: ჩვენ ვიღებთ დაბადების დღესა და თვეს, ასევე წელს, რომლის პროგნოზიც გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში 2021.

გაითვალისწინეთ, რომ გაანგარიშებისას ორნიშნა ციფრს მივიღებთ, რომელიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ.

მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღი არის 23 ოქტომბერი, პირადი ნომრის გამოსათვლელად უნდა დაამატოთ შემდეგი ციფრები:
2 + 3 + 1 + 0 + 2 + 0 + 2 + 1 = 11 და შემდეგ 1 + 1 = 2

შედეგად, 23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანის პირადი რიცხვია 2.

იმის გასაგებად, თუ რა გელით 2021 წელს, გამოთვალეთ თქვენი პირადი ციფრი და წაიკითხეთ მისი აღწერა.

1 - კარმული პრობლემების გადაჭრა და ახალ ეტაპზე გადასვლა
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეეძლოთ და დადგა დრო, რომ შედეგი მიიღოთ. ისინი, ვინც ხალხის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ და პატიოსნად მოქმედებდნენ, 2021 წელს ყველაფრისთვის დასაჩუქრდებიან, რაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში გააკეთეს. მრავალწლიანი ტანჯვა დასრულდება და ცხოვრების ახალ ეტაპზე სრული სიმშვიდით შეხვალთ. თქვენ აღარ შეგაწუხებთ ავადმყოფობა ან რაიმე საზრუნავი, დადგა დრო, რომ ბედნიერებით და ჰარმონიით გაიხაროთ.
ვინც გარშემო მყოფებთან მუდმივ კონფლიქტში იმყოფებოდა, შეიძლება „უკან დაბრუნება“ და ცხოვრების გაკვეთილების გამეორება მოუწიოს. ამ შემთხვევაშიც არსებობს შანსი, რომ ყველაფერი გამოსწორდეს თუ მტრებთან შერიგებას და დაუსრულებელი საქმეების სრაფად დასრულებას შეძლებთ. მორალურად მოემზადეთ იმისთვის, რომ 2021 წელს თქვენზე არაფერია დამოკიდებული. სამყაროს მიენდეთ და დინებას მიჰყევით. ის თავად მიგიყვანთ იქ, სადაც უნდა იყოთ. განსაკუთრებით გაუჭირდებათ მათ, ვინც ყველაფრის გაკონტროლებას მიეჩვია - ცხოვრება გაჩვენებთ, რომ მასზე ძლიერი არ ხართ და უბრალოდ უნდა მიიღო ის, რასაც გთავაზობთ.
სიყვარული

მარტოხელა ადამიანები სიყვარულში საბოლოოდ იპოვიან ბედნიერებას, ხოლო დაქორწინებულები შეძლებენ ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანონ. ხელსაყრელი დროა ნიშნობის, ქორწინებისა და ორსულობისთვის.

(გაგრძელება იქნება)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა