გამოთვალეთ თქვენი ციფრი და ნახეთ 2021 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი
ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები ხშირად ციკლური ხასიათისაა და ნებისმიერი პროგნოზი ახდება, თუ გარკვეულ ფაქტებს და მათზე ჩვენს რეაქციას შევადარებთ. არსებობენ უფრო ზუსტი ფაქტორები, ვიდრე მხოლოდ დამთხვევა: თუ მივმართავთ რიცხვებს და მათემატიკურ გამოთვლებს, შეიძლება ნებისმიერი პროგნოზი ბევრად უფრო კონკრეტულად განვიხილოთ.
ზოგი ადამიანი ჰოროსკოპებს ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ისინი ძირითადად, ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან. რა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებსაც ზუსტი და დეტალური ინფორმაცია აინტერესებთ? ასეთი ინფორმაციის მისაღებად, რიცხვებს უნდა მიმართოთ - თქვენი პირადი ნომრის გამოთვლით შეძლებთ ინდივიდუალურ განლაგებას მიიღოთ, რომელიც მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ასეთი პროგნოზი გვეხმარება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ და მკაფიო გეგმები შევადგინოთ.
ცხოვრება განმეორებადი ციკლებისგან შედგება და თუ გავიგებთ ცხოვრების რომელ ეტაპზე და ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, თითქმის ნებისმიერი მოვლენის გამოსწორებას შევძლებთ.
წლის პირადი ნომერი ზუსტად ამისათვის გამოითვლება და ფორმულა ძალიან მარტივია: ჩვენ ვიღებთ დაბადების დღესა და თვეს, ასევე წელს, რომლის პროგნოზიც გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში 2021.
გაითვალისწინეთ, რომ გაანგარიშებისას ორნიშნა ციფრს მივიღებთ, რომელიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღი არის 23 ოქტომბერი, პირადი ნომრის გამოსათვლელად უნდა დაამატოთ შემდეგი ციფრები:
2 + 3 + 1 + 0 + 2 + 0 + 2 + 1 = 11 და შემდეგ 1 + 1 = 2
შედეგად, 23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანის პირადი რიცხვია 2.
იმის გასაგებად, თუ რა გელით 2021 წელს, გამოთვალეთ თქვენი პირადი ნომერი და წაიკითხეთ მისი აღწერა.
2 - ბედნიერება, რომელსაც თავად შექმნით
წლის პირველ ნახევარში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ სხვების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ყოველგვარ დაპირისპირებაზე და კონფლიქტზე უარი უნდა თქვათ, თუნდაც საერთოდ არ ეთანხმებოდეთ თანამოსაუბრეს. ზოგადად, ზაფხულამდე რაც უფრო ნაკლებ რჩევას მისცემთ ადამიანებს, რომლებიც ამას არ გთხოვენ და ნაკლებად გამოთქვამთ საკუთარ აზრს,მით უფრო წარმატებულად განვითარდება თქვენი საქმეები.
წლის მეორე ნახევარში, ფინანსურ მდგომარეობაში მოხდება ცვლილებები, რომლებსაც დიდი ხანია ელით. შესაძლოა, ეს სასამართლოში თქვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იყოს ან ვალის დაბრუნება და შეცდომით განხორციელებული საბანკო ოპერაციის შემდეგ დაკარგული ფულის უკან მიღება. ზოგადად, 2021 წელს ფინანსურ საკითხებს ფრთხილად უნდა მოეკიდოთ. ეცადეთ ხარჯები გონივრულად დაგეგმოთ და ძვირადღირებული ნივთების შეძენას ერიდოთ. იმ შემთხვევაში, თუ სპორტით დაკავდებით, სწორ კვება და რეგულარულ ვარჯიშს მიმართავთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნებათ.
სიყვარულში სტაბილურობას ძველ და ერთი შეხედვით მტკიცე კავშირშიც კი არ უნდა ელოდოთ. შეიძლება სრულიად მოულოდნელად, სხვა ადამიანმა გაგიტაცოთ ან პარტნიორის ღალატის შესახებ შეიტყოთ. საყვარელ ადამიანთან დაშორება ძალიან მტკივნეული იქნება, ამიტომ ეცადეთ საქმე აქამდე არ მიიყვანოთ.
(გაგრძელება იქნება)