შოკისმომგვრელი გამოცდა საქმროსთვის - როგორ მოიქცეოდით თქვენ?
მე ბედნიერი ვიყავი! მთელი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს შეყვარებულს და წლის ბოლოს დაქორწინებაც გადავწყვიტეთ. მშობლები ყველაფერში მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ. მეგობრებიც მხარს გვიჭერდნენ.
ერთადერთი რამ, რაც მაშფოთებდა და დისკომფორტს მიქმნიდა - ჩემი მომავალი ცოლის და იყო. ის 20 წლის გახლდათ. ყოველთვის მოკლე ქვედაბოლოს და ღრმადეკოლტიან მაისურებს იცვამდა. ჩემთან მიმართებაში საკმაოდ გამომწვევად იქცეოდა. მოულოდნელად დაიხრებოდა და თავისი ტრუსების დემონსტრირებას ახდენდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი უბრალო შემთხვევითობა არ იყო, რადგან ასე მხოლოდ ჩემთან იქცეოდა და სხვებთან არასოდეს იმეორებდა
მსგავს ჟესტებს. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შეყვარებულის დამ დამირეკა და მთხოვა, მათთან სახლში მივსულიყავი და საქორწინო მოსაწვევების დიზაინი მენახა.
როდესაც მივედი, სახლში მარტო დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა, რომ ჩემ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა, რომელსაც ვერაფერს უხერხებდა. მითხრა, რომ ძალიან უნდა ჩემთან სექსი მხოლოდ ერთხელ, სანამ ჯერ კიდევ თავისუფალი ვიყავი...
გაოგნებული ვიდექი და არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მან მითხრა: - "მე ავდივარ ზევით და თუ გინდა, შენც ამოდი და დამეუფლე". ამის შემდეგ მსუბუქად აირბინა საფეხურები, ტრუსი გაიხადა და მესროლა. შოკირებული ვიდექი და თვალებს არ ვუჯერებდი.
ცოტა ხანი ასე გაშეშებული ვიყავი, შემდეგ მკვეთრი მოძრაობით გამოვბრუნდი და ჩემი მანქანისაკენ გავიქეცი... ეზოში მომავალი სიმამრი დამხვდა, თვალცრემლიანი მომიახლოვდა, გადამეხვია და მითხრა: - "ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ შენ ჩვენი პატარა გამოცდა წარმატებით გაიარე.
ახლა უკვე დარწმუნებულნი ვართ, რომ არ არსებობს უფრო ღირსეული მამაკაცი ჩვენი ქალიშვილისათვის. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში!" აქედან მორალი: - ყოველთვის დატოვე პრეზერვატივები მანქანაში.
marao.ge