თეგებით ძიება

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს - რჩევები და სკრაბები

არის თუ არა ცელულიტი დაავადება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. დღეს ამ გავრცელებულ პრობლემასა და მისგან თავის დაღწევის მეთოდებზე ვისაუბრებთ.

ცელულიტი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეა. ცელულიტის საყვარელი ადგილებია დუნდულები, მკლავები, მუცლის წინა და გვერდითი კედლები. მისი სამიზნე სუსტი სქესია, რაც იმით აიხსნება, რომ ქალის შემაერთებელ ქსოვილს ნაკლებად თანაბარი სტრუქტურა აქვს.

გარდა ამისა, ცელულიტის წარმოქმნას იწვევს: ცხოვრების მჯდომარე წესი, ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი, ცხიმიანი საკვები და სხვა.

დღეისათვის მთელ მსოფლიოში ცელულიტთან საბრძოლველად არსებობს უამრავი მეთოდოლოგია. ქირურგიული ჩარევით (ლიპოსაქციით) დაწყებული, ანტიცელულიტური მალამოებისა და ძვირად ღირებული ინექციებით დამთავრებული.

თუმცა, თუ ცელულიტთან ბრძოლაში ფინანსები ხელს არ გიწყობთ, ყურებს ნუ ჩამოყრით, მას შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ებრძოლოთ.

დილით აბაზანის მიღება კონტრასტული შხაპით დაიწყეთ. ცივი და თბილი წყლის მასაჟი თქვენს კანს უფრო გაცილებით მკვრივს და ელასტიურს გახდის.


შეეცადეთ საკვები პატარ პატარა პორციებით ყოველ 3 საათში ერთხელ მიირთვათ. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული – სტაფილო, პომიდორი, წითელი წიწაკა. მიირთვით უცხიმო ხაჭო, ფრინველის ხორცი და კვერცხი, ანუ მეტი ცილის შემცველი საკვები. სასურველია ზღვის პროდუქტები. 10 დღის მანძილზე მაინც ნუ მიეტანებით მარილიან და შემწვარ საკვებს.


აუცულებელია სითხის მიღება დიდი რაოდენობით ცელულიტთან საბრძოლველად . ასევე ძალიან ეფექტურია მწვანე ჩაი.


მთავარია ბევრი იმოძრავოთ, რადგან ფეხით სიარული გადამწყვეტია. მთავარი დატვირთვა ფეხებზე მოდის, ამიტომ მაქსიმალურად ბევრი იარეთ.


ცელულიტთან საბრძოლველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ გამოგადგებათ. ასევე ნუ ნუმიეტანებით ძალიან ვიწრო შარვალს . გახსოვდეთ, რომ ვიწრო ტანსაცმელი კანქვეშ ნივთიერებათა ცვლას ანელებს.


ანტიცელულიტური სკრაბები სახლის პირობებში


შაქრის სკრაბი


შაქრის სკრაბი უნივერსალური და ეფექტურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. მხოლოდ გარკვეული კომპონენტის დამატება დაგჭირდებათ.
თუ მშრალი კანი გაქვთ, შაქარს დაუმატეთ მცენარეული ზეთი ან დამატენიანებელი კრემი. კანის გასათეთრებლად საკმარისია დაუმატოთ ლიმონის წვენი.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე და შვრიის ფანტელი. ასევე იდეალურია - შაქარს დაუმატოთ კაკაოს ფხვნილი.

ყავის სკრაბი

თუ არამარტო კანის
გაწმენდა, არამედ რუჯის ეფექტიც გსურთ, მაშინ დაგჭირდებათ ყავის სკრაბი. დაფქულ ყავას შეურიეთ ზეითუნის ზეთი და თაფლი.
რამდენიმე კოვზი ყავა შეგიძლიათ შეურიოთ ტანის გელსაც. ეფექტი იდეალურია.

სკრაბი ზღვის მარილით

ზღვის მარილის სკრაბი იდეალურია, არბილებს და ჭიმავს კანს. ცელულიტი კი კანქვეშ გაიწოვება.
ზღვის მარილი კვებავს კანს სასარგებლო მიკროელემენტებით. სკრაბის მომზადებისას, მას უმატებენ - მცენარეულ ზეთს ან თაფლს, დამატენიანებელ კრემს ან ტანის გელს.

მარილის გამოყენება დანამატების გარეშეც შეგიძლიათ, მაგრამ თუ მგრძნიბიარე კანი გაქვთ, სჯობს თავი შეიკავოთ.

1 რეცეპტი - აიღეთ 100 გრ ნატურალური თაფლი და დაუმატეთ იმავე რაოდენობის ზღვის მარილი. ეს სკრაბი ცელულიტთან ბრძოლის გარდა, დაგირბილებთ კანსაც.

2 რეცეპტი - 3 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 3 ს.კ ზღვის მარილი, დაუმატეთ 5 წვეთი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

3 რეცეპტი - 5 სუფრის კოვზ მარილს შეურიეთ 1 კოვში ზეითუნის ზეთი. მასას კი დაახეხეთ ლიმონის ან გრეიფრუტის კანი.

4 რეცეპტი - ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ შაქრისა და მარილის სკრაბი. 250 გრამ შაქარს დაუმატეთ 250 გრამი მარილი. დაასხით 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი, უმჯობესია ზეითუნის ზეთი.
სკრაბი აუცილებლად უნდა წაისვათ სუფთა კანზე - შხაპის მიღების შემდეგ. 5 წუთის განმავლობაში სკრაბით გაიკეთეთ წრიული მოძრაობები, უმნიშვნელოდ უნდა გაგიჩნდეთ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. სკრაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა