თეგებით ძიება
29. 01. 2021 მსოფლიო

ყარაბაღში 44 დღიანი ომის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ნეშტი იპოვეს

მთიან ყარაბაღში, ჯებრაილის რაიონში მაშველებმა 8 ჯარისკაცის ნეშტი იპოვეს. ყარაბაღის სამაშველო სამსახურების მიერ ომის დასრულების შემდეგ დღემდე ნაპოვნი დაღუპული ცხედრებისა და სხეულის ნეშტების რაოდენობა 1329-ს შეადგენს, რომელთაგან 15 სამოქალაქო პირია, ხოლო 1314 კი სამხედრო.

სომხური მედიის ინფორმაციით, ცხედრების ძიების ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება მარტუნის, ჰადრუტისა და ჯაბრაილის რაიონებში.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში 44 დღიანი ომი 2020 წლის 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რა დროსაც ოფიციალური მონაცემების თანახმად, სომხურმა მხარემ 3439 მებრძოლო დაკარგა, ხოლო აზერბაიჯანმა კი 2854.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა