თეგებით ძიება

როგორ გავახანგრძლივოთ მოჭრილი ყვავილების სიცოცხლე

იმისათვის, რომ ლარნაკში ყვავილებმა სიცოცხლე უფრო დიდხანს შეინარჩუნონ, დილით ადრე უნდა მოჭრათ, სანამ ბოლომდე გაიშლებიან და ნამი შეაშრებათ.

შუადღეს ან საღამოს მოჭრილი ყვავილები ლარნაკში დიდხანს ვერ ძლებენ. სასურველია, ყვავილს გრძელი ღერო დაუტოვოთ, რომ საკვები ნივთიერებების მეტი მარაგი შეინარჩუნონ.

ყვევილის ღერო ბასრი დანით, 3-5 სანტიმეტრზე ირიბად უნდა გადაჭრათ. რაც უფრო მსხვილია ღერო, მით უფრო გრძელი უნდა იყოს გადაჭრილი ნაწილის სიგრძე.

ზოგ ყვავილს სიცოცხლის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. მაგალითად, ყაყაჩოს ძირები 2-3 წამით მდუღარე წყალში უნდა ჩავაყოფინოთ, რათა მათზე არსებული რძისმაგვარი სითხე შედედდეს, შემდეგ ჩამოვფხიკოთ და ყვავილები ცივი წყლით სავსე ლარნაკში ჩავაწყოთ.

ლარნაკში მოთავსებამდე ყვავილს ღეროს ქვედა ნაწილიდან ფოთლები და ეკლები უნდა მოაცილოთ. შემდეგ ღერო მჭრელი დანით, ირიბად უნდა გადაჭრათ. მაკრატლით ამის გაკეთება, სასურველი არ არის, რადგან ის ღეროს აზიანებს და ღეწრო წყალს კარგად აღარ გაატარებს. ლარნაკში მყოფი ყვავილის ღერო ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს, გადაჭრის ადგილზე ოდნავ უნდა მოჭრათ, რომ ლპობა თავიდან აიცილოთ.

არსებობს მრავალი მითითება, რა დავამატოთ წყალს, რომ მასში ბაქტერიები არ გამრავლდნენ. ყველაზე გავრცელებული წესი შაქრის ჩაყრაა. შაქრის მოყვარულები არიან ვარდები, მიხაკები, ტიტები, იასამნები. მცენარეთა უმრავლესობა მჟავა გარემოსაც კარგად იტანს, ამიტომ დანამატის ფუნქციას წარმატებით შეასრულებს ასპირინი ან ლიმონმჟავა. ბაქტერიების ნამდვილი მკვლელია ნებისმიერი ანტიბიოტიკი ან არაყი.

რაც შეეხება პროპორციებს:
შაქარი - 0,5 ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე;
ასპირინი - 1 ტაბლეტი გახსნილი 1 ლ წყალში.

მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ „ლარნაკის მეზობლები“. რაც უფრო ძლიერი არომატი აქვს ყვავილს, მით უფრო მეტ ფიტონციდს გამოყოფს, ეს კი „მეზობლებისთვის“ შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

მაგალითად, მუქი წითელი ვარდები აჩქარებენ ნებისმიერი ყვავილის, მათ შორის - ჩაის ვარდის ჭკნობას. ერთ ლარნაკში მოთავსებული ვარდი და მიხაკი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებენ, რაც ორივეს დაღუპვით სრულდება. შროშანიც და ნარცისიც საკუთარ თავზე არიან შეყვარებულნი და სხვა ყვავილებს ვერ იტანენ. ტიტა და იასამანი ვერ ეგუებიან შროშანს. ამ უკანასკნელის გვერდით ვერც ერთი ყვავილი ვერ ძლებს.

თითქმის ყველა ყვავილი წყლის ყოველდღიურ შეცვლას მოითხოვს. გამონაკლისია ნარცისი, სუმბულიდა ამარილისი, ჰერბერები და ხეობის შროშანები, რომლებსაც თბილი წყალი უყვართ. ლარნაკში წყლის დონე ყვავილების სიცოცხლისუნარიანობაზე ნაკლებად მოქმედებს.

ღამით, ყვავილებიანი ლარნაკი აივანზე ან გრილ ოთახში უნდა გაიტანოთ. თუ ყვავილებს ჭკნობა შეატყვეთ, ჯამში გადაიტანეთ და ყვავილებამდე წყლით დაფარეთ ან თაიგულს წყალში დასველებული ქაღალდი გადააფარეთ. მაღალი ტენიანობის ჰაერი, რომელიც ასეთი „ქუდის“ ქვეშ ყვავილების „რეანიმაციას“ დაეხმარება.

ზაფხულში, როდესაც მაღალ;ი ტემპერატურის გამო მოჭრილი ყვავილები უფრო სწრაფად ჭკნებიან, სასარგებლოა1 ლიტრ წყალში ნახშირის ნაჭრების ან 1 ჩაის კოვზი მარილის დამატება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა