გამოთვალეთ პირადი ციფრი და ნახეთ 2021 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი
ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები ხშირად ციკლური ხასიათისაა და ნებისმიერი პროგნოზი ახდება, თუ გარკვეულ ფაქტებს და მათზე ჩვენს რეაქციას შევადარებთ.
არსებობენ უფრო ზუსტი ფაქტორები, ვიდრე მხოლოდ დამთხვევა: თუ მივმართავთ რიცხვებს და მათემატიკურ გამოთვლებს, შეიძლება ნებისმიერი პროგნოზი ბევრად უფრო კონკრეტულად განვიხილოთ.
ცხოვრება განმეორებადი ციკლებისგან შედგება და თუ გავიგებთ ცხოვრების რომელ ეტაპზე და ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, თითქმის ნებისმიერი მოვლენის გამოსწორებას შევძლებთ.
წლის პირადი ნომერი ზუსტად ამისათვის გამოითვლება და ფორმულა ძალიან მარტივია: ჩვენ ვიღებთ დაბადების დღესა და თვეს, ასევე წელს, რომლის პროგნოზიც გვაინტერესებს, ჩვენს შემთხვევაში 2021. გაითვალისწინეთ, რომ გაანგარიშებისას ორნიშნა ციფრს მივიღებთ, რომელიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღი არის 23 ოქტომბერი, პირადი ნომრის გამოსათვლელად უნდა დაამატოთ შემდეგი ციფრები:
2 + 3 + 1 + 0 + 2 + 0 + 2 + 1 = 11 და შემდეგ 1 + 1 = 2
შედეგად, 23 ოქტომბერს დაბადებული ადამიანის პირადი რიცხვია 2.
იმის გასაგებად, თუ რა გელით 2021 წელს, გამოთვალეთ თქვენი პირადი ნომერი და წაიკითხეთ მისი აღწერა.
3 ვარსკვლავები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან
2021 წელს თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ გარემოცვაზე იქნება დამოკიდებული - ისინი, ვისაც ძლიერ და წარმატებულ ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა, თავად წარმატებულები იქნებიან, ხოლო ისინი, ვინც მთელ დროს ზარმაც და ამბიციებს მოკლებულ ამხანაგებთან ატარებს, „ფსკერზე წავლენ“. დაიწყეთ თქვენი კონტაქტების სიის გასუფთავება. მოიცილეთ ყველა ტოქსიკური ადამიანი, რომლის გვერდით დისკომფორტს გრძნობთ. გახსოვდეთ, რომ გვინდა თუ არა, გარემო ჩვენზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომ მხოლოდ პატიოსან, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ადამიანებს დაუახლოვდით.
გახსოვდეთ, 2021 წელი დაუმსახურებლად არაფერს გაჩუქებთ. თქვენ მხოლოდ იმას მიიღებთ, რასაც დაიმსახურებთ. გამოიჩინეთ ინიციატივა, ისწავლეთ და იარეთ განვითარების გზაზე. ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ მშვიდი წელი იქნება, ასე რომ, თუ რეგულარული ხელფასის გარდა, დამატებითი შემოსავლის მიღება გსურთ, დამატებითი სამსახური ან შემოსავლიანი საქმე უნდა აღმოაჩინოთ. ჯანმრთელობის მხრივ, ყურადღება მიაქციეთ რეპროდუქციულ სისტემას. გახსოვდეთ მკურნალობა უფრო ძვირია, ვიდრე პროფილაქტიკა.
სასიყვარულო ურთიერთობებში ცდუნებების ზღვა გელით, მათგან ზოგო მიუღწევდომელი დარჩება. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ აკრძალულ ხილს მიირთმევთ, მით უფრო ძნელი იქნება ნორმალური ცხოვრებაში დაბრუნება, თუმცა ადრე თუ გვიან, ამის გაკეთება მოგიწევთ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ შემთხვევითი სექსუალური კონტაქტები და შვილების გაჩენას თუ არ გეგმავთ, თავი დაიცვათ.
(გაგრძელება იქნება)