თეგებით ძიება

"დღესაც მანიპულაცია იქნება" - მდინარაძე ISFED-ის ინფორმაციაზე

"დღესაც მანიპულაცია იქნება" - ასე პასუხობს ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ISFED-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ხელახლა გადათვალეს 850 PVT უბანი და შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა იყო.
"როგორც ჩანს, მათ ვერ მოახერხეს დასკვნების გამოტანა თავისი "შეცდომიდან". ISFED-ის განცხადება მე ჯერ არ მინახავს. წინასწარ, ერთადერთი საშუალება ამ მანიპულაციისა, ისევ თქვან, თითქოს 8%-ში არის დისბალანსი, არის ის, რომ შესწორების ოქმები არ გაითვალისწინონ.

არ ვიცი მათ რა თქვეს, მაგრამ დღესაც მარტივი მანიპულაცია ექნებათ, სადაც ჩათვლილია ყველაფერი, რაც კი შეიძლება არ ჩაითვალოს", - უთხრა მედიას მდინარაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა