თეგებით ძიება

არც ჩხუბი, არც სკანდალი, უბრალოდ, ადგა და წავიდა - დავკარგე სიყვარული და ეს ვერ ვაპატიე საკუთარ თავს (ნამდვილი ამბავი)

პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ ჩანახატის სახით გადმოცემულ რეალურ ისტორიას, რომელიც გაჩვენებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ საყვარელი ადამიანები, გამოვიჩინოთ მათ მიმართ ყურადღება და დავაფასოთ ისინი.

"სესიაზე მინდა ჩავეწერო... დილით 06:47-ზე ამ ტექსტით გამაღვიძა მამაკაცის ხმამ...

გავბრაზდი, მინდოდა მეთქვა, რომ უდროო დრო იყო, მაგრამ გამახსენდა რომ ისტორიის რეპეტიტორი არ ვარ და ჩემს საქმეს დრო და საათი არ აქვს..

ვუთხარი რომ დაგირეკავთქო, ყურმილს მიღმა მთხოვდა, რომ მალავე ჩამეწერა...

შუადღის სამი საათი იყო რომ დავურეკე, შეხვედრაზე შევთანხმდით...

საშუალოზე მაღალი, არასტანდარტულად სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა ჩემს ოთახში. ეტყობოდა, რომ ძალიან დაბნეული იყო.

იგი - გამარჯობა, მე ბესიკი მქვია.. მინდა, რომ მოგიყვეთ, მალე მოგიყვეთ და არ ვიცი საიდან დავიწყო...

(პერსონაჟს შეცვლილი აქვს სახელი, თუმცა ისტორიაზე დაწერის თანხმობა თავად მომცა)

მთხოვა კითხვები არ დამესვა მანამ, სანამ ბოლომდე არ ამოთქვამდა ყველა სათქმელს...

იგი-დავკარგე ძალიან ცუდად ვარ... მასთან ერთად დავკარგე საკუთარი თავი, სიმშვიდე, რწმენა...

და მისი დაკარგვის საერთოდ არ მეშინოდა, უფრო მეტიც, ბოლო დროს სერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას, ვერთობოდი მეგობრებთან, ვფლირტაობდი, ერთხელ სხვამაც კი გამიტაცა...

მასზე ვფიქრობდი, მაგრამ იცით როგორ ვფიქრობდი?! თითქოს სულ იქნებოდა, თითქოს იგი სამუდამუდამოდ მყავდა და უფრო საინტერესოს ვეძებდი რამეს..

ნია ბალერინაა... ულამაზესია... მასზე ლამაზი ქალი არც არასდროს შემხვედრია არც მანამდე და არც მერე... თუმცა სილამაზე რა მოსატანია, მას რომ ესმოდა ჩემი აი ასეთი არც მანამდე შემხვედრია და ვერც ვერასდროს შევხვდები ვიცი...

თავიდან ერთად ისეთი ბედნიერები ვიყავით, იმდენ ემოციას ვაძლევდიტ ერთმანეთს, იმდენ სიგიჟეს ვაკეთებდით ერთად, რომ თავი ასე კარგად არასდროს მიგვრძნია...

თავიდან მიკვირდა, ვფიქრობდი კიდეც ნუთუ ჩემია ეს ბედნიერება, ნუთუ ჩემს თავს ხდება ეს ახლა რაც ხდება თქო... მერე შევეჩვიე, ნიამ დამაჯერა, რომ ჩემი იყო...

მერე ისე ჩვეულებრივი მეჩვენებოდა ეს ყველაფერი არ მეყო, გესმით არ მეყო და კიდევ რაღაცის ძებნა დავიწყე, ისე დავიწყე, რომ ნია ამაში არ გამირევია, მარტო ჩემთვის ვეძებდი სხვაგან გარეთ, უცხოსთან, ნაცნობთან სხვადასხვა გასართობს თუ სიხარულს...

ნია გვაინობამდე მუშაობდა, რეპეტიციები, სცენა და ყოველი დღის ბოლოს მთელი დღე ზარს რომ ელოდა, იმ ზარს ამოწმებდა სასწრაფოდ მის ტელეფონზე, დავურეკე თუ არა?! მივწერე თუ არა?!

თვალწინ მიდგას როგორ შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს და მისი იმედგაცრუებაც თვალწინ მიდგას, როცა მის ტელეფონში ჩემი
-როგორ ხარ?
-რას შვები?
-სად მოგაკითხო?
-მოხვალ?
-გნახავ რა?!
-მიყვარხარ!
-მომენატრე!
ნელნელა გაქრა...

თავიდან არ იმჩნევდა, იგი ყოველთვის ცდილობდა გაეთვალისწინებინა ჩემი განწყობები, ხასიათი, ის რომ მძიმე პერიოდები მქონდა... რომელიც არასდროს დასრულდა...

მძულს ჩემი თავი, როცა მახსენდება როგორ ვამძიმებდი დღეს მისთვის და შემდეგ რა არხენად ვატარებდი დროს სხვაგან... არადა მას ისეთიც ვჭირდებოდი, მძიმე, უხასიათო, ყველანაირი ყველანაირი,ისეთიც კი როგორსაც მე არ ვიცნობ საკუთარ თავს... ვჭირდებოდი ყველანაირი, არ მიღალატია, რომ მეღალატა ალბათ ამასაც გამიგებდა, არ ვიცი...ასე ვფიქრობ...

მაგრამ არ მაპატია გულცივობა... მე მას არ ვჭირდებოდი გულცივი და წავიდა... არასდროს მჯეროდა, რომ წავიდოდა, არასოდეს მეგონა, რომ უჩემოდ შეეძლო ცხოვრება... ყოველთვის მეგონა, რომ სულ იქნებოდა...

ჰოდა ახლა ვცხოვრობ რეალობაში, სადაც იგი არ არის... ერთ დღესაც უბრალოდ ადგა და წავიდა... არც უჩხუბია, არანაირი სკანდალი არ მოუწყვია... უბრალოდ ადგა და წავიდა ჩემგან...

არც მე დამიწყია გარკვევა რატომ წავიდა?! დაბრუნდებოდა თუ არა?! მაშინ გაკვირვებას ვგრძნობდი მხოლოდ და უბრალოდ თამაში მეგონა ეს ყველაფერი...

არც კი ველოდი იმ დღეს, როდესაც ფეისბუქზე მომწერდა ღიმილს, და უცერემონიოდ დაბრუნდებოდა... არ ველოდი იმიტომ რომ ვიცოდი ისედაც ასე იქნებოდა...

სინამდვილეში კი, რომ არ ველოდი, არც დაბრუნებულა... მას შემდეგ სამი წელიწადი გავიდა... ახლა ორი შვილის დედაა, კიდევ უფრო მშვენიერი...

ყოველ დილით შევდივარ მის გვერდზე, ვათვალიერებ მის ფოტოებს და ყოველდილით ვგრძნობ სინანულს, ტკივილს, ბრაზს საკუთარი თავის მიმართ...

მე დავკარგე ის ვინც დამაჯერა რომ დედამიწაზე ბედნიერება ჩემთვისაც იყო...
რომ ვიყავი მნიშვნელოვანი, ვიყავი კარგი, ვიყავი საყვარელი, ვიყავი ძვირფასი, ვიყავი სასურველი, ვიყავი ყველაზე კარგი ამ ქვეყანაზე... რადგან ნიას გულწრფელად ასე სჯეროდა მაშინ და მეც დავიჯერე...

ყველაფერი რაც ნიამ მაპატია, მე ვერ ვაპატიე საკუთარ თავს...

ჩემი სიყვარული დავკარგე და მე ვერასდროს «შევაგროვებ» მას...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა