თეგებით ძიება

ვისაც ჰქონდა კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება, ამ მემორანდუმით ესეც დაკარგეს - გვარამია "მოქალაქეებისა" და ოცნების შეთანხმებაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ელისაშვილისა და იოსელიანის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "მოქალაქეებსა" და ოცნებას შორის გაფორმებულ მემორანდუმს სრულ ფიქციას უწოდებს:

"მთავარი, რაც ელისაშვილთან მემორანდუმს სრულ ფიქციად აქცევს და ყველაფერ დანარჩენს ყოველგვარ შინაარსს აცლის: ყველაფრის სუბიექტი (მათ შორის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრობის) არის აი ეს ფორმულირება -

"ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით"

ანუ, ვინც არ შევა მოპარულ პარლამენტში, ვერც რაიმე კომისიაში იქნება და ვერც სხვა რამეს იზამს. ანუ, საერთოდ არაფერს წარმოადგენს. მეტიც, ვისაც ქონდა კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება, ამ მემორანდუმით ესეც დაკარგეს

p.s. ცესკოს წევრებს რომ ზურაბიშვილი ნიშნავს სამთავრობო ენჯეოების უმრავლესობით დაკომპლექტებული კომისიის წარდგენით, ეგ უკვე უინტერესო დეტალია" - წერს გვარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა