თეგებით ძიება

ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად - გუგავა ელისაშვილზე

ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირადო, აწი ერთი ფასი აქვს პარლამენტში შევა, სამიკიტნოში, თუ ბუტკაში, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რითიც ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.

"იქ არის მისი ადგილი. ეს პარლამენტის მდგომარეობას ვერ შეცვლის, ის ერთპარტიულია, არალეგიტიმურია, აქედან გამომდინარე, ამითი არაფერი არ შეცვლილა", – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ცნობისთვის, დღეს, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასთან" მათი შეთანხმება შედგა და პარლამენტში შედიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა