თეგებით ძიება

იაგო ხვიჩია - შევხვდები ხელისუფლებას და გავაცნობ ჩემს პოზიციას, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეხვდება და საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მაშინ შეხვდება, როცა მათ არგუმენტებზე კონტრარგუმენტი ექნება მომზადებული.

„ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას, რომ მთელი ოპოზიცია შევიყვანოთ პარლამენტში. ყოველდღიურად ვხვდები, ყოველდღიურად ვეკონტაქტები და ვცდილობ გავიგო, რა უნდათ იმათ. მალე შევხვდები ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც მათ არგუმენტებზე კონტრარგუმენტი მექნება მომზადებული. შევხვდები დაველაპარაკები და ჩემს პოზიციას გავაცნობ, მე როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი შესვლა და შიგნიდან ბრძოლა მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის, ოპოზიციისთვისაც, ოღონდ ჩვენ ამისთვის პირობა გვაქვს, ისე შესვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მოცემულობა არ შეცვლილა პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ შესვლით, არამედ იმის გამო, რომ „ციხიდან გამოუშვეს ადამიანები, ამაც მოლაპარაკების პროცესის სიმძიმე მოაშორა“.

„მაგის გამო არ შეცვლილა ჩვენთვის მოცემულობა, თუ რამის გამო შეიცვალა, შეიცვალა იმის გამო, რომ ადამიანები გამოუშვეს ციხიდან, რამაც მოლაპარაკების პროცესის სიმძიმეები ცოტა მოგვაშორა, ეს კი ბატონო. მაგრამ რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის შესვლას, მეც ვიცოდი, რომ ელისაშვილი შედიოდა, ელისაშვილმაც იცოდა, რომ მე ვიცოდი ამის შესახებ. შესაბამისად, ეს არ გამკვირვებია, მაგრამ, რომ გითხრათ ახლა ამის გამო მე შევდივარ პარლამენტში, ეს ასე არ არის და საზოგადოებისთვის ცნობილია.

ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ და ეს ვაჩვენოთ ადამიანებს. როდესაც ეს მიზანი გახდება რეალისტური და მას დასჭირდება ჩვენი ძალისხმევა, ჩვენ ეგრევე ავმოქმედდებით. ვეცდებით, ეს თემა ბოლომდე მივიყვანოთ. მანამდე, ჩვენ გვაქვს გეგმები და ვმუშაობთ. ამ გეგმების ნაწილი მინიმუმ საჯაროა, ნაწილი მოლაპარაკებების პროცესშია“, – განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა