თეგებით ძიება
30. 01. 2021 მსოფლიო

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს

ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს.

ახალი რეგულაციის თანახმად, ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესება ძალაში მარტის ბოლომდე იქნება.

ექსპორტზე კონტროლი 100-მდე ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე, აშშ-ზე, კანადასა და ავსტრალიაზე.

ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკის განმარტებით, ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტზე კონტროლი არ შეეხება ევროკავშირის მეზობელ და ღარიბ ქვეყნებს. კერძოდ, ახალი რეგულაცია არ ვრცელდება პროგრამა „კოვაქსის“ მონაწილე ქვეყნებზე, შვეიცარიაზე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, ნორვეგიასა და ჩრდილოეთ აფრიკაზე, ასევე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე როგორიცაა ლიბანი და ისრაელი.

ევროკომისიამ ვაქცინის ექსპორტზე კონტროლი მას შემდეგ დააწესა, რაც ევროკავშირს კომპანია „ასტრაზენეკასთან“ ვაქცინის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით დავა წარმოექმნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა