თეგებით ძიება
30. 01. 2021 მსოფლიო

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრებს კეტავს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის 31 იანვრიდან საზღვრებს კეტავს. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ შეზღუდვა კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას შეანელებს.

გარდა ამისა, საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემავალ მგზავრებს ეხებოდა, ხვალიდან კი სახმელეთო მგზავრობაზეც გავრცელდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდვიტარების გამო, ქვეყანაში ფუნქციონირებს სკოლები და მაღაზიები, თუმცა დაკეტილია ბარ-რესტორნები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა