თეგებით ძიება
30. 01. 2021 მსოფლიო

გერმანია 5 ქვეყნისთვის საზღვრებს კეტავს

დღეიდან გერმანია საზღვრებს კეტავს დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებისთვის.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზემოთ ჩამოთვლი ქვეყნებთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მთავრობა იქ გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო მიიღო, რათა გერმანიის მოსახლეობა დაიცვას.

გამონაკლისი გათვალისწინებულია გერმანიის მოქალაქეებისა და გერმანიაში ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის, რომლებიც აღნიშნული ხუთი ქვეყნიდან ბრუნდებიან.

შეზღუდვა სულ მცირე 17 თებერვლამდე იქნება ძალაში.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა