თეგებით ძიება

მაშველებმა 10 წლის გოგო გადაარჩინეს - ემოციური ფოტოები ზუგდიდიდან

ზუგდიდში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის ბავშვი გადაარჩინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება", - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყება შემთხვევის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს:

მაშველებმა 10 წლის გოგო გადაარჩინეს - ემოციური ფოტოები ზუგდიდიდან









თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა