"სასოწარკვეთილი კიოდა.... დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი გადაურჩა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდანგ ამოიყვანეს. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქეება.
რთ-ერთი მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, დიმიტრი ბარამიაა. ის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველოს სამმართველოს უფროსია.
მაშველს AMBEBI.GE ესაუბრა:
"ორსართულიანი, მიტოვებულივით შენობაა, კაპიტალური, ადრე დევნილები ცხოვრობენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს დედა და შვილი ყოფილან. ინფორმაცია შემოვიდა, შენობა ჩამოინგრა და ბავშვია მოყოლილიო... ძალიან სწრაფად მივედით ადგილზე. ეს არის ე.წ. საკონსერვოს ტერიტორიაზე არსებული შენობა. ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა - გაფითრებული და შეშინებული დედა ადგილს გვითითებდა, სადაც ბავშვი იყო მოყოლილი...
მიშველეთ, ვერ სუნთქავსო - სასოწარკვეთილი კიოდა. ბავშვი ორ ბეტონის ფილას შორის იყო მოყოლილი და უკვე სუნთქვა უჭირდა. ის ფილები კედელზე იყო მიბჯენილი, თუმცა მათ შორის მცირედი სივრცე იყო, სადაც ბავშვი იყო გაჭედილი... ანუ ორივე სართული ჩაინგრა და კედლები მოიყოლა.
- კონტაქტური იყო?
- კი, საბედნიეროდ... თავი ქვიშითა და ნანგრევების მტვრით ჰქონდა დაფარული და ძლივს სუნთქავდა. პირველი რიგში სუნთქვის საშუალება მივეცით და მერე თანდათან, სპეციალური ხელსაწყოებით გავათავისუფლეთ ნანგრევებისგან.. შოკი ჰქონდა. ჯერ ხმა ვერ ამოიღო, მერე ტირილი დაიწყო. დედამისი ეძახდა, მარიამ, ხმა გამეციო... მერე თანდათან მოვიდა აზრზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იქ იყო და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
ბავშვს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დედამისიც ეკითხებოდა, რამე ხომ არ გტკივაო, მაგრამ უარობდა... სახე და ტანსაცმელი ჰქონდა მტრვით მოსვრილი და შეშინებული იყო. ჩვენ მაშინვე საკაცეზე დავაწვინწთ. იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი და უვნებელი გადაურჩა",-ამბობს მაშველი.
ambebi.ge