თეგებით ძიება
30. 01. 2021 მსოფლიო

"თქვენ მიიღეთ კარგი მოქალაქის ჯილდო" - რა მისწერა კაცმა ქალს, რომელიც მის მანქანას დაეჯახა

ძალიან ცუდი დღე სიკეთის მარტივმა გამომჟღავნებამ, შესაძლოა, იდეალურად აქციოს.

ეს საინტერესო და კეთილი ისტორია თავს გადახდა ქალს პორტლენდიდან. მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი უცნობის ავტომობილს დაეჯახა, მეპატრონეს ბოდიშის წერილი და თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა, რადგან შემთხვევა პარკირებისას მოხდა და დაშავებული ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა.

დაზარალებულმა კი გარკვეული დროის შემდეგ საინტერესო მესიჯი მისწერა, მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ყურადღებისთვის და უთხრა, რომ არანაირი ტანხის გადახდას არ სთხოვს.

უცნობმა მას მისწერა: „თქვენ მიიღეთ კარგი მოქალაქის ჯილდო, დარწმუნებული ვარ ჩემი სანომრე ნიშანი გადარჩა, თუ ასე არ არის, ვფიქრობ ამას იმსახურებდა. ყველა ჩვენს კუთვნილ გზას გავდივართ და დარწმუნებული ვარ მომხდარს ერთად გადავლახავთ. მადლობა და კარგ დღეს გისურვებთ“.

ქალმა ეს მიმოწერა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და დადებითი კომენტარებიც დაიმსახურა.

newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა